ავტორი: ალეკო გვეტაძე
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე
14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობის აივნებიდან ამ დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშები გამოიფინა. საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 2012 წლიდან დაიწყო და ის 2004 წელს მიღებულ კანონს უკავშირდება. სწორედ 2004 წლის 14 იანვარს დაამტკიცეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.
დროშების გადმოფენის გარდა, ღონისძიების ორგანიზატორებმა ქუჩაში გამვლელ მოქალაქეებს სახელმწიფო დროშები დაურიგეს. პანდემიის გამო, სხვა საზეიმო ღონისძიებები წელს არ გამართულა.