ავტორი: არჩილ მდინარაძე
ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მოსალოდნელზე ნელი ტემპით მიმდინარეობს. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვაქცინა სხვადასხვა დოზით განაწილდა. ევროპარლამენტართა ნაწილი თვლის, რომ ევროკომისიამ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკებების სათანადოდ ვერ წარმართა. ამასთან დაკავშირებით ევროპარლმანენტარებმა კითხვები სანდრა გალინას დაუსვეს, რომელიც ევროკავშირის ვაქცინის შეძენის საკითხში მთავარი მომლაპარაკებელია
ევროკავშირის ვაქცინით მომარაგების საკითხებში მთავარ მომლაპარაკებელს თავის მართლება მოუხდა იმის გამო, რომ ევროკავშირში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს. სანდრა გალინამ სცადა დაეცვა თავისი პოზიცია და განაცხადა, რომ აპრილისთვის დოზების რაოდენობა გაიზრდება.
სანდრა გალინას განცხადებით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არის ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები. ევროკავშირმა ვაქცინის იმდენი დოზა შეიძინა, რამდენიც მწარმოებლებმა შესთავაზეს. მისი განმარტებით, დოზების რაოდენობა აპრილისთვის გაიზრდება.
ევროკავშირმა 440 მილიონი მოქალაქისთვის ვაქცინის 7 სხვადასხვა მწარმოებლისგან 2 მილიარდი დოზის შეძენა უზრუნველყო.
საფრანგეთის მწვანეთა პარტიის წარმომადგენელის მიშელ რივასის ინფორმაციით, ქვეყნებს შორის გარკვეული დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ არავინ იცის, რომელმა ქვეყანამ რამდენი დოზა მიიღო. მისი აზრით, ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს.
არსებობს კითხვები, თუ რამდენ დოზას შეიცავს „ფაიზერისა“ და „ბიოენტეკის“ ვაქცინის ფლაკონები. ევროპის წამლის სააგენტოში განაცხადეს, რომ შესაძლოა, ერთ ამპულაში 5 დოზის ნაცვლად იყოს 6. გერმანელი ევროპარლამენტარი პიტერ ლისი ფიქრობს, რომ ამ სახით იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებაა შესაძლებელი.
პიტერ ლისის განცხადებით, ის თავად აკვირდებოდა ვაქცინააციის პროცესს და მათ შეძლეს ერთი ამპულიდან ვაქცინის 7 დოზის მიღება. მისი განცახადებით, უნდა გაიცეს რეკომენდაცია შესაბამისი შპრიცებისა და ჭურჭლის გამოყენების თაობაზე. ამით გაიზრდება ვაქცინის მიმღებ პირთა რაოდენობა.
სანდრა გალინამ ევროკომიისის ვაქცინაციის სტრატეგიის შესახებაც გააკეთა განამრტება და განაცხადა, რომ მათი სტრატეგიის მიხედვით, ვაცქინა ევრობლოკის ყევლა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ასეთი მიდგომის წყალობით, ვაცქინაციის პროცესს არცერთი წევრი ქვეყანა არ ჩამორჩება.