მთავარიმსოფლიოთათბირი კრემლში-აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები მოსკოვში ჩავიდნენ

თათბირი კრემლში-აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები მოსკოვში ჩავიდნენ

მოსკოვი რეგიონში კვლავ გეოპოლიტიკური სიმძიმის ცენტრია

კრემლში, კავკასიის დამპყრობელი რუსი იმპერატორების ძეგლების ფონზე, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები ვლადიმერ პუტინის სამშვიდობო გეგმებს უსმენდნენ. ამ სცენამ ბევრს Déjà vu-ის გრძნობა გაუჩინა – მოსკოვის გავლენა რეგიონში გაძლიერდა.

რუსული საგარეო პოლიტიკური მეთოდები უცვლელია

რუსული საგარეო პოლიტიკის კლასიკური მეთოდია კრიზისის შექმნა და შემდეგ ამ კრიზისის “მოგვარება” საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების სრული დაცვით.

კრემლში გამართული შეხვედრის ფარგლებში სამი სახელმწიფო ერთობლივი ეკონომიკური გეგმების შესახებ შეთანხმდა. ამ მოვლენებს საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით.

სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ბალანსი და საქართველოს უსაფრთხოება

მთიანი ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ ჩამოყალიბებული სამხედრო დღის წესრიგის შედეგად, საქართველო რუსული სამხედრო ბაზების ალყაში მოექცა. რუსული სამხედრო ბაზები ყარაბაღის ბოლო კონფლიქტამდეც იდგა სომხეთში, საქართველოს  ოკუპირებულ რეგიონებში:  აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ახლა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც დაემატა.  ნატოში ინტეგრაცია ამ ეტაპზე საქართველოსათვის გეოპოლიტიკური ვაქცინაციის ტოლფასია.

რას ნიშნავს ეს შეხვედრა საქართველოსათვის?

ამ საკითხთან დაკავშირებით  საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, თორნიკე შარაშენიძეს გავესაუბრეთ. ჩვენ გვაინტერესებდა, თუ რა სარგებელი მიიღო რუსეთის ფედერაციამ მთიანი ყარაბაღის მეორე ომიდან, რა დასკვნები შეიძლება გამოიტანოს საქართველომ და რატომ იყო დასავლეთი კონფლიქტის შეწყვეტის პროცესში შედარებით პასიური.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:14

„გისურვებ”

spot_imgspot_img
Send this to a friend