მთავარი სპორტი კრიშტიანუ რონალდუმ იოზეფ ბიცანის რეკორდი გაიმეორა

კრიშტიანუ რონალდუმ იოზეფ ბიცანის რეკორდი გაიმეორა

ავტორი: გიორგი სანაძე

იტალიის სერია ა-ს მე-17 ტურში „იუვენტუსმა“ „სასუოლო“ 3:1 დაამარცხა.

მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე დასრულდა. თუმცა შეხვედრის შედეგი ტაიმის მიწურულს განვითარებულმა მოვლენამ განაპირობა. პედრო ობიანგმა ფედერიკო კიეზას წინააღმდეგ იუხეშა და წითელი ბარათი დაიმსახურა, კაცნაკლულმა „სასუოლომ“ კი „იუვენტუსის“ შეჩერება ვერ შეძკლო.

ანგარიში 50-ე წუთზე დანილომ გაიტანა. 8 წუთის შემდეგ, „სასუოლომ“ წონასწორობის აღდგენა შეძლო. გოლი გრეგორი დეფრელმა გაიტანა.

82-ე წუთზე „ბიანკონერი“ არონ რემზიმ დააწინაურა, შეხვედრას კი წერტილი კრიშტიანუ რონალდუმ დაუსვა. პორტუგალიელმა კარიერაში 759-ე გოლი გაიტანა და ლეგენდარული იოზეფ ბიცანის რეკორდი გაიმეორა, რომელსაც, სავარაუდოდ, ძალიან მალე მოხსნის.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend