მთავარი მსოფლიო ყაზახეთში მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ყაზახეთში მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

ეგზიტპოლის მიხედვით, ყაზახეთში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მმართველმა პარტიამ მოიპოვა. არჩევნებში მონაწილეობა ხუთმა პარტიამ მიიღო, თუმცა ხუთივე მმართველ პარტიასთან არის დაახლოებული. შედეგების თანახმად, მმართველმა პარტიამ, სახელწოდებით „ნურ ოტანი“, ხმების 72 პროცენტი მიიღო. ასეთი შედეგი მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, რადგან ყაზახეთში მხოლოდ ერთი რეგისტრირებული ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქ ნურსულთანში და ყველაზე დიდ ქალაქ ალმათში ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე 30 დემონსტრანტი დააკავეს. ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით,  დაკავებული პირები კვირას საღამოს გაათავისუფლეს.

კვირას გამართულ არჩევნებზე ხმა ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმაც მისცა, რომელიც ასევე მმართველი პარტიის წევრია. თუმცა პარტიის ლიდერი კვლავ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევია, რომელიც ქვეყნის პოლიტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებს.

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში