მთავარიმსოფლიოინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების ადგილმდებაროება დადგენილია

ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთების ადგილმდებაროება დადგენილია

ავტორი: არჩილ მდინარაძე

დადგენილია იმ თვითმფრინავის შავი ყუთების ადგილმდებაროება, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან შაბათს აფრინდა და ავიაკატასტროფა განიცადა. შავი ყუთები ოკეანეში იპოვეს და ახლა მათი წყლიდან ამოღების სამუშაოები მიმდინარეობს. სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში 20 ვერტმფრენი, 100-ზე მეტი ნავი, გემი და 2500 მაშველი მონაწილეობს.

ოფიციალური პირების განცხადებით, დადგენილია, თუ სად არის ჩამოვარდნილი ინდონეზიური თვითმფრინავის შავი ყუთი და მიმდინარეობს მისი წყლიდან ამოტანის სამუშოები.

თვითმფრინავი ჩამოვარდნის ადგილას, ოკეანის ფსკერზე,  სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჯაკარტის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ თვითმფრინავი  რამდენიმე წუთში რადარებიდან გაუჩინარდა.

როგორც ოფიციალური პირები ვარაუდობენ, თვითმფრინავი 3000 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. განგაშის სიგნალი თვითმფრინავიდან არ მიუღიათ. საჰაერო ხომალდი შეჯახების შედეგად ნამსხვრევებად იქცა. თვითმხილველები აფეთქების ხმაზეც საუბრობენ.

კვირიდან მოყოლებული სამძებრო სამუშოებში 20 ვერტმფრენი, 100 გემი და ნავი და 2500 მაშველი მონაწილეობს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend