მთავარიCOVID-19ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები გამკაცრდება

ევროპის ქვეყნებში შეზღუდვები გამკაცრდება

ავტორი: არჩილ მდინარაძე

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის მორიგ ტალღას ებრძვიან. საფრანგეთის 25 რეგიონში საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება, ხოლო მარსელში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საგანგებო კანონი მიიღეს შვედეთში, რომლის მიხედვით იზღუდება ადამიანთა რაოდენობა მაღაზიებსა თუ საჯარო სივრცეებში. გერმანიაში კი აცხადებენ, რომ მომავალი რამდენიმე კვირა ყველაზე მძიმე იქნება.

ანგელა მერკელის განცხადებით, მომავალი რამდენიმე კვირა ყველაზე მძიმე იქნება. პანდემიიის დაწყებიდან  გერმანიაში გარდაცვლილითა რაოდენობამ 40 000-ს გადააჭარბა. ევროპაში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება და მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა გერმანიაშიც, სადაც  პანდემიის  პირველი ტალღის დროს შედარებით უკეთესი ვითარება იყო.

მეორე ტალღას ებრძვიან შვედეთშიც, სადაც მთავრობა სრული კარანტინის გზით არ წავიდა. ახლა შევედეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომელიც მთავრობასუფელბას აძლევს, რომ მაღაზიებში, ბიზნესებსა და საჯარო ადგილებში ხალხის რაოდენობა შეზღუდოს. ვინც ამ შეზღუდვას არ დაემორიჩილება –  დაჯარიმდება.

საფრანგეთში 25 რეგიონში საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. კომენდანტის საათი დაწესდება იმ რეგიონებშიც, სადაც აქამდე არ იყო. ქვეყანაში კორონავირუსის 16 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პარალელურად, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელების შეჩერების მიზნით, მიმდინარეობს ინფიცირების კონტაქტების კვლევა.  მარსელში ახალი შტამის 7 ახალი შემთხხვევა გამოვლინდა.

ჩეხეთში კი ათასობით ადამიანი პრაღის ისტორიულ ცენტრში შეიკრიბა და კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები გააპროტესტა შეძახილებით –  „ გავხსნათ ჩეხეთი.“

ჩეხეთში, სადაც ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მთელ მსოფლიოში,  საავადმყოფოები კოვიდპაციენტებით გადავსებულია.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend