მთავარიCOVID-19იტალიის მთავრობა აგვისტოს ბოლომდე კორონავირუსის დაამარცხებას აპირებს

იტალიის მთავრობა აგვისტოს ბოლომდე კორონავირუსის დაამარცხებას აპირებს

ავტორი: ნინი დვალიშვილი

იტალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაახლოებით  260 ათას ადამიანს ჩაუტარდა. შობის პერიოდში იტალიაში ვაქცინაციის პროცესი შეფერხდა. თუმცა იტალიის მთავრობას მასშტაბური გეგმები აქვს და იმედოვნებს, რომ აგვისტოს ბოლოს ქვეყანა კორონავირუსს საბოლოოდ დაამარცხებს. იტალიაში ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ არის და, გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის ნახევარი სკეპტიკურადაა  განწყობილი ვაქცინაციის მიმართ.

როგორც ჩანს, იტალიამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის პროცესში გააქტიურდა.

საშობაო პერიოდმა ვაქცინაციის დაწყება დროებით შეაფერხა. მაგრამ ყველაზე უარესი, როგორც ჩანს, უკვე წარსულშიუ დარჩა. იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა, რომ ვაქცინის შემოტანა აუცილებელი და გარდაუვალია.

ახლა მხოლოდ ფორმალური მხარეა დარჩენილი. ქვეყანა შეიძენს „ფაიზერის“ ვაქცინის 470 000 დოზას. იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მიზანია, დღეში 70 000-მდე ადამიანი აცრას.

იტალიის მთავრობის წარმომადგენლები გეგმავენ, რომ მომდევნო თვეებში კიდევ უფრო მეტ ადამიანს ჩაუტარდეს ვაქცინაცია. საბოლოო ჯამში კი, დაახლოებით 6 მილიონი ადამიანის აცრას აპირებენ.

იტალიას საკმაოდ დიდი და ამბიციური მიზანი აქვს დასახული. შესაბამისად, იგი დამატებით დოზებს „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკასგანაც“ ელოდება.

ქვეყანამ შესაძლოა მალე ადგილობრივი წარმოების ვაქცინითაც ისარგებლოს. როგორც იტალიის მთავრობა იუწყება, „რეითერას“ ვაქცინის შედეგები დამაკმაყოფილებელია.

შეუერთდებაიტალიაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა კიდევ ერთი პრობლემაა. მალე ჯანდაცვის სფეროს  კიდევ 15 000 ახლად კურსდამთავრებული მედიცინის მუშაკი შეურერტდება. ეს საშუალებას მისცემს მთავრობას, შეავსოს ექიმებისა და ექთნების დანაკლისი.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, იტალიას მარტში უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის 1500 ცენტრი ექნება გახსნილი.

იტალიის კოვიდ-19-ის საგანგებო კომისრის, დომენიკო არკურის განმარტებით, ქვეყნის მთავარი მიღწევა აგვისტოს ბოლომდე კორონავირუსის დამარცხება იქნება.

ექსპერტთა მოსაზრებით, მოსახლეობის 60- 70%-ის ვაქცინაცია აუცილებელია, რათა მთავრობამ კამპანიის შედეგი დაინახოს.

ვინაიდან ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არა არის, კამპანიის წარმატება  აცრილთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად, იტალიელი მოსახლეობის 50% სკეპტიკურად არის განწყობილი ვაქცინაციის პროგრამის მიმართ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend