მთავარისპორტი„ბასკონიამ“ „ცსკას“ წარმატებული სერია დაასრულა

„ბასკონიამ“ „ცსკას“ წარმატებული სერია დაასრულა

ავტორი: გიორგი სანაძე

ევროლიგის მეთვრამეტე ტურის მატჩში მოსკოვის „ცსკა“ „ბასკონიას“ ესტუმრა. მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, 95:93 დასრულდა.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ კარგი მატჩი ჩაატარა. „ცსკას“ ფორვარდის ანგარიშზე 13 ქულა, 9 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა. ტრადიციულად, გამორჩეული იყო მოსკოველთა ამერიკელი ლეგიონერი, მაიკ ჯეიმსი, რომელმაც 20 ქულას, 5 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. თუმცა მატჩის მიწურულს გადამწყვეტი სროლა ზუსტად ვერ შეასრულა და თამაში ოვერტაიმში ვერ გადაიყვანა. „ბასკონიას“ ანდრეა პოლონარამ ულიდერა. იტალიელმა 18 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა, პიერია ანრიმ კი გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ორმაგი დუბლი (18 ქულა, 10 მოხსნა) მოაგროვა.

„ბასკონიამ“ ამ გამარჯვებით „ცსკას“ 12-მატჩიანი გამარჯვებების სერია დაასრულა, 9 გამარჯვბითა და ამდენივე მარცხით ევროლიგის სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზე გადავიდა და პლეიოფის ზონას მოუახლოვდა.

მარცხის მიუხედავად, „ცსკა“ ევროლიგის ერთპიროვნული ლიდერია. რუსულმა გუნდმა 14 შეხვედრა მოიგო და 4 დათმო.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend