მთავარიCOVID-19ევროპაში შეზღუდვების ვადა გაგრძელდა

ევროპაში შეზღუდვების ვადა გაგრძელდა

ავტორი: არჩილ მდინარაძე

ევროპის ქვეყნებში იზრდება კორონავირუსით ინფიცრებულთა რაოდენობა. პორტუგალიაში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა და ის შეზღუდვები, რომლებიც 7 იანვარს უნდა დასრულებულიყო, გახანრძლივდება. არსებულ შეზღუდვებს დაემატება კომენდანტის საათი. ირლანდიაში უკვე გადატვირთულია სამედიცინო სექტორი. 3 კვირით დაიხურება ყველა სკოლა და ყველა მშენებლობა შეჩერდება.

პორტუგალია იმ ქვეყნების სიაში შევიდა, რომლებმაც ინფიცირებულთა რაოდენობის სწრაფი ზრდის გამო,  შეზღუდვები გაახანგრძლივეს. კანონმდებლები ახანგრძლივებენ საგანგებო მდგომარეობას, რომელიც დღეს უნდა დასრულებულიყო. შეზღუდვებს ემატება კომენდანტის საათი, რომელიც საღამოს 11 საათიდან დაიწყება და დილის 5 საათამდე გასტანს. გამოვლენილი დღიური რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც 10 000 შეადგენს, სავალალო მდგომარეობაში აგდებს ჯანდაცვის სისტემას.

შეზღუდვებს ირლანდიაც ამკაცრებს. სულ მცირე სამი კვირით დაიკეტება ყველა სკოლა და შეჩერდება ყველა მშენებლობა. ირლანდიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირლანდიაში საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია. ქვეყანაში ახლა იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე აქამდე იყო.

7 იანვარს დანიშნულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის მთავრობა, დიდი ალბათობით, შეზღუდვების გახანგრძლივების შესახებ განცხადებას გააკეთებს. ბარები და კაფეები 20 იანვრას უნდა გახსნლიყო, თუმცა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის გამო,  ჯერ არ მისცემენ გახსნის ნებას.  სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის სათხილამური კურორტებს.

კარგი ამბებია ვაქცინაციის მხრივ. ევროპის წამლის სააგენტომ დაამტკიცა „მოდერნას“ ვაქცინა. შესაბამისად, ევროპას კორონავირუსის წინააღმდეგ კიდევ ერთი ვაქცინა ექნება ხელთ.  ევროპის მედიკამენტთა შეფასების საბჭოს თავმჯდომარემ, ტონ დე ბოარმა, მოდერნას ვაქცინის დამტკიცებსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

ევროკავშირს აკრიტიკებენ, რომ ვაქცინაციის პროგრამა შენელებული ტემპით მიმდინარეობს. ევროკომისიაში კი აცხადებენ, რომ ხუთ სხვადასხვა ფარმაცევტულ კომპანიას უკვე შეუთანხმდნენ ასობით მილიონი დოზის შეძენის თაობაზე. ვაქცინებს კი კლინიკური კვლევების შემდეგ დაამტკიცებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend