მთავარიმსოფლიოსენატში ორი ადგილის მოსაპოვებლად რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები იბრძვიან

სენატში ორი ადგილის მოსაპოვებლად რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიები იბრძვიან

ნინი დვალიშვილი

რამდენიმე საათში ჯორჯიის შტატში არჩევნების შედეგები ცნობილი გახდება. სენატში ორი ადგილის მოსაპოვებლად ერთმანეთს დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების წარმომადგენლები უპირისპირდებიან. რესპუბლიკელების კანდიდატებს კელი ლოფლერისა და დეივიდ პერდუეს გამარჯვების იმედი აქვთ, დემოკრატებს კი სჯერათ, რომ სენატში მათი წარმომადგენლები – ჯონ ოსოფი და რაფაელ უორნოკი შევლენ.

ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების შედეგების გამოქვეყნებას ელოდებიან. შესაძლოა, რამდენიმე საათშიც კი. ბიულეტინების 80% უკვე დათვლილია და კანდიდატები ხმების თითქმის თანაბარ რაოდენობას იღებენ.

დემოკრატებს ორივე ადგილის მოპოვება სჭირდებათ, რომ სენატში რესპუბლიკელთა წარმომადგენლები უმრავლესობაში არ იყვნენ.

რესპუბლიკელებმა საკმაოდ აქტიური კამპანია წამოიწყეს, იმისათვის რომ მათი პარტიის წარმომადგენლები კელი ლოფლერი და დეივიდ პერდუე სენატში კიდევ ერთხელ აირჩიონ.  თუ ეს მცდელობა წარმატებით დაგვირგვინდა, რესპუბლიკელები სენატის კონტროლს შეძლებენ.

800 ათას ხმაზე მეტის მოპოვება უკვე რესპუბლიკელთა გამარჯვებას ნიშნავს.

დემოკრატებს კი ჯონ ოსოფისა და რაფაელ უორნოკის გამარჯვების იმედი აქვთ.  ამ იმედს წინასაარჩევნო გამოკითხვის შედეგები ამყარებს.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, ჯორჯიაში რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერთა სამ მეოთხედს დონალდ ტრამპის განცხადებების სჯერა და მიიჩნევს, რომ ტრამპის კონკურენტი ჯო ბაიდენი 2020 წლის ნოემბერში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე არალეგიტიმურად აირჩიეს.

ჯო ბაიდენმა იცის, რომ მიუხედავად ჯორჯიის მოსახლეობის ნდობის მოპოვებისა, სენატში ადგილების მოპოვება მაინც რთული ამოცანაა. მაგრამ დამარცხების შემთხვევაში არჩეულ პრეზიდენტი უნდა მოემზადოს, რომ უმრავლესობით მოსული რესპუბლიკელები მის ბევრ საკანონმდებლო ცვლილებას ჩააგდებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend