მთავარიმსოფლიოონლაინ სამხატვრო კურსი ბრიტანეთში

ონლაინ სამხატვრო კურსი ბრიტანეთში

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

ბრიტანეთის მოქალაქემ პორტუგალიელმა მხატვარმა და მასწავლებელმა ნელსონ ფერეირამ პანდემიის გამო სამსახური დაკარგა. თუმცა მას იმედი არ დაუკარგავს და სამხატვრო ონლაინკურსი შექმნა. ფერეირა ონლაინკურსზე ხალხს მეცხრამეტე საუკუნეში საფრანგეთში განვითარებულ ბარგის ტექნიკას ასწავლის.

 

ნელსონ ფერეირასთვის ონლაინაკადემიაში ეს პირველი კურსია. მისი აზრით, მართალია ბარგის ტექნიკა განსხვავებულია, მაგრამ ყველა ხელოვანმა ამით უნდა დაიწყოს.

 

„კლასიკური მხატვრობა ზუსტ თვალსა და სრულ კონტროლს მოითხოვს. მეცხრამეტე საუკუნეში ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ბარგის ტექნიკა იყო,“ – განაცხადა ნელსონმა.

 

ონლაინ კუსრებზე სწავლება ინგლისურ და პორტუგალიურ ენებზე მიმდინარეობს. მომავალში სხვა ენებიც დაემატება.

 

კურსს თან ახლავს იშვიათი კინემატოგრაფია, რომელზეც ხელი ყველას არ მიუწვდება.

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს განსხვავებული და რთული მდგომარეობაა, ნელსონ ფერეირას ინტერნეტის შესაძლებლობების სჯერა.

 

„2020 რთული წელი გამოდგა, ხოლო 2021 ბირტანეთში ბრექსიტის ფონზე  მეტ სირთულეს მოიტანს. ლონდონში მცხოვრები ხელოვანებისთვის რთული წელი იქნება. მაგრამ, მეორე მხრივ, ვირტუალური სამყაროს განვითარების წყალობით, ფიზიკურად ერთ ადგილზე ყოფნა აუცილებელი აღარ არის.  ვინც ლონდონში ცხოვრობს, ინტერნეტით მუშაობა ყველგან შეუძლია. თავის მხრივ, ასეთი შემთხვევები შეარბილებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებების შედეგს, რომელთაც მე თავად არ ვემხრობი,“ ამბობს მხატვარი.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend