მთავარი სპორტი კრიშტიანუ რონალდუმ პელეს რეკორდი მოხსნა

კრიშტიანუ რონალდუმ პელეს რეკორდი მოხსნა

ავტორი: გიორგი სანაძე

იტალიის სერია ა-ს მეთხუთმეტე ტურში ტურინის „იუვენტუსმა“ „უდინეზე“ 4:1 დაამარცხა.

„ბიანკონერის“ პორტუგალიელმა შემტევმა, კრიშტიანუ რონალდუმ დუბლი შეასრულა. ეს 35 წლის ფეხბურთელისთვის 758-ე გოლია. რონალდუმ ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს რეკორდი მოხსნა, რომლის ანგარიშზეც 757 გოლია. რონალდუს ამისთვის 1035 მატჩი დასჭირდა, პელემ კი ეს 820 თამაშით შეძლო.

ყველა დროის საუკეთესო გოლეადორის, ჟოზეფ ბიცანის რეკორდი 759 გოლია, რომელსაც, სავარაუდოდ, კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მალე მოხსნის.

„იუვენტუსი“ იტალიის სერია ა-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციას იკავებს. ტურინული გუნდის მომდევნო მეტოქე პირველ ადგილზე მყოფი „მილანია“. მილანურ-ტურინული დაპირისპირება 6 იანვარს გაიმართება.

 

უახლესი

სხვა ამბები