მთავარიCOVID-19ახალი წლის ღამეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდებმა უსაფრთხოების წესები დაარღვიეს

ახალი წლის ღამეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდებმა უსაფრთხოების წესები დაარღვიეს

ავტორი: ნინი დვალიშვილი

ახალი წლის ღამეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ახალგაზრდები დღესასწაულის აღსანიშნად მაინც შეიკრიბნენ. სპეცრაზმმა ესპანეთში 300 ხოლო, საფრანგეთში საცეკვაოდ შეკრებილი 2500 ახალგაზრდა დაშალა. მოცეკვავეთა განცხადებით, შეკრება კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მიმართ ერთგვარი პროტესტი იყო.

სპეცრაზმმა დაშალა საახალწლო შეკრება, რომელიც ესპანეთის ქალაქ ბარსელონას მახლობლად მიტოვებულ საწყობში გაიმართა. ამ თავყრილობას 40 საათის განმავლობაში 300 ადამიანი ესწრებოდა.

საცეკვაოდ და ახალი წლის შესახვედრად 2500 ახალგზარდა საფრანგეთის ქალაქ რენშიც შეიკრიბა. პოლიციამ 1200-ზე მეტი პირი აღრიცხვაზე აიყვანა. დაკავებული ახალგაზრდები აცხადებენ, რომ მათი შეკრება ერთგვარი პროტესტია შეზღუდვების წინააღმდეგ.

“ვიცოდით, რომ ჩვენი ქმედება სარისკო იყო, მაგრამ მაინც გვსურდა აქ მოსვლა და გართობა. ყველაფერი დაკეტილია, კულტურა აღარ ვითარდება.  ჩვენ უნდა მოვსულიყავით აქ და მხარი დაგვეჭირა ამ საღამოს ორგანიზატორებისათვის, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ და ცდილობენ გარკვეული ღონისძიების მოწყობას,” – ამბოსბ ერთ-ერთი დაკავებული.

”ჩვენ თავს ერთი წლის განმავლობაში ვიკავებდით.  მე უბრალოდ ვეღარ ვხედავდი მიზეზს, თუ რატომ არ უნდა წავსულიყავი ახალი წლის ღამეს წვეულებაზე,” – ამბობენ შეკრების მონაწილეები.

ბრეტანის ჯანდაცვის რეგიონულმა ორგანომ მონაწილეებს შვიდდღიანი იზოლაცია და კორონავირუსის ტესტის გაკეთება ურჩია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend