მთავარიმსოფლიოდიდთოვლობა ევროპაში

დიდთოვლობა ევროპაში

ავტორი: მარიამ ქობულია

ევროპაში დიდთოვლობაა. ზვავის ჩამოწოლას სამხრეთ ტიროლში მსხვერპლი მოჰყვა – მოთხილამურე ცოლ-ქმარი დაიღუპა.  მაშველებმა მათი გადარჩენა ვერ მოახერხეს. იტალიის მსგავსად,  ცივი და თოვლიანი ამინდია  ევროპის სხვა ქვეყნებშიც. 

ზვავის ჩამოწოლის გამო, ჩაიკეტა ზალცბურგისა და აღმოსავლეთ ტიროლის დამაკავშირებელი ფელბერტაუერნის გზა, რომელიც ალპების მთავარ ქედზე ერთ-ერთი ძირითადი გზატკეცილია. ამ ტერიტორიაზე, დიდთოვლობის გამო, საავტომობილო გადაადგილებაც შეიზღუდა.

გასული კვირის განმავლობაში ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილში ცივი და თოვლიანი ამინდი იდგა.  ესპანეთის ტერიტორიის ჩრდილოეთი ნაწილიც თოვლმა დაფარა. დიდთოვლობის, ქარისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ქვეყნის 14 ავტონომიურ თემში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ბასკეთის რეგიონში ზღვის დონიდან 600 მეტრზე მაღლა მდებარე ტერიტორიაზე თოვლის საფარმა 10 სანტიმეტრს გადააჭარბა.

გერმანიაში თოვლის მოსვლამ მოთხილამურეებს სამთო კურორტებზე წასვლის სურვილი გაუჩინა.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებს და სათხილამურო ტრასების 10 იანვრამდე დაკეტილია, ძალიან ბევრი მოთხილამურე ფრანკფურტის მახლობლად მდებარე სამთო სათხილამურო კურორტს ეწვია.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend