მთავარი COVID-19 ახალი შტამი და ვაქცინაცია

ახალი შტამი და ვაქცინაცია

კორონავირუსის ახალი შტამი დიდ ბრიტანეთში სწრაფად ვრცელდება, რისა გამოც ლონდონსა და სამხრეთ ინგლისის ქალაქებში ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად გაიზარდა და  საავადმყოფოები გადაიტვირთა.  ევროპის ქვეყნებში კი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში  ვაქცინის გაკეთებას საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება.

დიდ ბრიტანეთში კოვიდ-19-ის ახალი შტამით ინფიცირებულთა  რაოდენობამ 53 ათასს მიაღწია. ბრიტანეთის  ქალაქებში პაციენტების რაოდენობა ბოლო დღეებში ისე სწრაფად გაიზარდა, რომ   პაციენტების საავადმყოფოებში განთავსება ძალიან გართულდა.

საფრანგეთში ხელისუფლება კოვიდ-19-ის ვაქცინაციის პროგრამის განხორციელებას იწყებს. ამის ფონზე ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა საჯაროდ განაცხადა,  რომ ხელისუფლება არ აპირებს მესამე საყოველთაო კარანტინის გამოცხადებას. თუმცა იმ იმ რეგიონებში, რომლებშიც ვირუსი  უფრო სწრაფად ვრცელდება, სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდება.

ესპანეთშიიმ ადამიანების აღრიცხავს აპირებენ, ვინც აცრაზე უარს ამბობს, რაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს. მათი აზრით, ესპანეთის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება  თავისუფალ არჩევანს ეწინააღმდეგება.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend