მთავარიCOVID-19ავსტრიასა და შევიაცრიაში სათხილამურო კურორტები გაიხსნა

ავსტრიასა და შევიაცრიაში სათხილამურო კურორტები გაიხსნა

ნინი დვალიშვილი

საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, ავსტრიამ და შვეიცარიამ სათხილამურო კურორტები გახსნეს. მათ არ გაითვალისწინეს იტალიისა და გერმანიის თხოვნის თხოვნა, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სათხილამურო კურორტების გახსნისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ. დასავლეთ ევროპაში კორონავირუსის პირველი ტალღა სწორედ ავსტრიის სათხილამურო კურორტ იშგლიდან გავრცელდა. თუმცა ავსტრიის მთავრობა თვლის, რომ ვირუსი საზოგადოებრივი თავშეყრის დახურულ სივრცეებში ვრცელდება და არა სათხილამურო ტრასაზე სრიალის დროს.

ევროპაში გადაადგილების შეზღუდვა სნოუბორდისა და თხილამურების შვეიცარიელ და ავსტრიელ მოყვარულებს არ ეხებათ.

გერმანია და იტალია საშობაო დასვენების დღეებში მთელ ევროპაში სამთო კურორტების დახურვას მოითხოვენ. მიუხედავად ამისა, ავსტრია და შვეიცარია მათ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და სათხილამურო კურორტები გახსნეს. ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია სრიალით ისიამოვნოს, თუ მგზავრობის  დროს უსფართხოებსი წესებს მკაცრად დაიცავს.

გასულ უქმეებზე ცოტა ადამიანი თუ დარჩა სახლში. ავსტრიის მრავალი სათხილამურო კურორტი ხალხით გადაიჭედა და პოლიციას მისასვლელი გზების გადაკეტვა მოუხდა.

სტუმრებს თავად უნდა ეზრუნათ კვებაზე, რადგან რესტორნები და კაფეები, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ისევ დაკეტილია. გარდა ამისა, საბაგირო გონდოლაში სპეციალური პირბადის ტარება აუცილებელია.

”ჩვენ ვატარებთ ამ ნიღბებს – ეს არის ვირუსისგან დასაცავად, რადგან ვირუსის ნაწილაკები შეიძლება დაგროვდეს გონდოლას სალონში და ვირუსიც გავრცელდეს. ამასთანავე, გულწრფელად მადლობელი ვარ იმის გამო, რომ სტუმრები მოწესრიგებული არიან და უსაფრთხოების წესებს იცავენ. მჯერა, რომ თუ ყველა წესს დავიცავთ, ასეთ მძიმე დროს თხილამურებით სრიალიც სრულიად უსაფრთხო იქნება“, – განუცხადა “ევრონიუსს” კურორტ კოლდეკის დირექტორმა მარკუს კალერმა.

სასრიალო ტრასებისა და ყინულის მოედნის გახსნის მიუხედავად, ავსტრიაში მესამეჯერ გამოცხადდა კარანტინი: დაკეტილია მაღაზიები, რესტორნები და სკოლები.

ხელისუფლების აზრით, ასეთ მძიმე დროს ძალიან მნიშნველოვანია  განტვირთვა და სუფთა ჰაერზე დასვენება.

სპორტის ისეთი სახეობების წყალობით, როგორებიცაა სრიალი და ციგურაობა, ავსტრიელები კარანტინის დროსაც მხიარულად გრძნობდნენ თავს. იანვრის შუა რიცხვებში მასობრივი ტესტირება იგეგმება და დაგინდება, ვინ დაუბრუნდება რესტორნებსა და ბარებს და ვის მოუწევს სახლში დარჩენა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend