მთავარიCOVID-19სარკმელი წარსულიდან...

სარკმელი წარსულიდან…

ავტორი: არჩილ მდინარაძე

კორონავირუსის პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა იტალიის მომსახურების სფეროზე. ტურისტებისგან დაცარიელდა და მნიშვნელოვნად დაზარალდა ფლორენცია და სხვა ტურისტული ქალაქები. ბევრი რესტორანი თუ ბარი გადარჩენისთვის იბრძვის.ზოგიერთმა  გადაწყვიტა, პროდუქტის გასაყიდად ქალაის ისტორიული შენობების  კედელებში დატანებული სარკმელი გამოიყენოს. ეს კაფე-რესტორენბს საშუალებას მისცემს, რომ საქმიანობა შეზღუდვების პერიოდში მეტნაკლებად გააგრძელონ. 

ფლორენციაში კარანტინის შეზღუდვების დაცვა შედარებით მარტივია, რადგან კედლებში პატარა სარკმლებია დატანებული. სასურველი პროდუქტის შესაძენად მომხმარებლებს არ სჭირდება შენობაში შესვლა. ასეთი კედლის სარკმელი ე.წ. “ბუშე”  პირველად  ფლორნეციაში მე-17 საუკენეში გამოჩნდა, მას შემდეგ რაც 1630 წელს შავი ჭირი გავრცელდა. ამ სარკმელიდან ღვინო იყიდებოდა.

მატეო ფალია ასოციაცია „ბუკეტე დელ ვინოს“ პრეზიდენტი, განმარტავს, რომ როდესაც მომხმარებელი ერთ ბოთლს ან ერთ ჭიქა ღვინოს ყიდულობდა, ისინი ფულს, დეზინფექციის მიზნით, ძმრით სავსე ჯამში ათავსებდა. ჟამიანობის დროს ეს საუკეთესო სადეზინფექციო საშუალება იყო.

დღეს კი, კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ამ სარკმელს ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე რესტორნები და ბარები პროდუქტის გასაყიდად იყენებენ. სარკმლის ფუნქცია არ იცვლება. ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, თუმცა  უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით.

ერთ-ერთი ბარის მფლობელი სილვანა  ვივოლი აცხადებს, რომ სარკმლის გამოყენებას ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ხალხს სიხლე და ურთიერთობა მოენატრა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქალაქი, ფლორენცია პანდემიამ ძალიან დააზარალა. მომსახურების სფეროს მუშაობა 80%-ით შემცირდა. არ არის გამორიცხული, რომ მომსახურების სექტორში ბევრი ბიზნესი გაზაფხულამდე დაკეტონ. ეს ისტორიული სარკმელი კი, შესაძლოა, ჩიხიდან გარკვეული გამოსავალი იყოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:02:37

„ლურჯი მოცვი”

spot_imgspot_img
Send this to a friend