მთავარი COVID-19 ბულგარეთში სამთო კურორტები იხსნება

ბულგარეთში სამთო კურორტები იხსნება

ავტორი: ნინი დვალიშვილი

ბულგარეთის სათხილამურო კურორტები ტურისტებისთვის უკვე ღიაა. ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანა კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით ევროკავშირში მესამე ადგილზე დაგს. ხელისუფლება შიშობს, რომ პანდემია ტურიზმის სექტორს დიდ ზიანს მოუტანს. ახალი სტრატეგიის მიხედვით, რომელიც პირველად ზაფხულში გამოსცადეს, მთავრობა ქვეყანის კრიზისიდან გამოყვანას შიდა ტურიზმის საშუალებით ცდილობს. 

ბულგარეთში სათხილამურო კურორტები უკვე გაიხსნა. პირველი კურორტი, რომელიც ზამთრის სეზონისთვის მოემზადა –  ბანსკოა. ეს  ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ცენტრია. უსაფრთხოების წესები აქაც მოქმედებს: დახურულ სივრცეში სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება სავალდებულოა, ხოლო რესტორნებში ალკოჰოლის მიღება აკრძალულია და კვების ყველა ობიექტი 10 საათზე უნდა დაიხუროს. საბაგიროს დღეში სამჯერ დეზინფექციას უტარებენ, თუმცა საბაგიროთი სარგებლობის მსურველთა რაოდენობა შეზღუდული არ არის. მგზავრებს ასევე მოუწოდებენ, ასვლისას გააღონ ფანჯრები.

ბანსკო გაზაფხულზე, პანდემიის ტალღის დროს, ჩაკეტილი იყო.  ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს შეზღუდვა გადაჭარბებული იყო, თუმცა ახალი წესებიც საკმაოდ მკაცრია.

ავსტრიის კურორტმა იშგლმა, სადაც მარტში ვირუსმა იფეთქა, ევროპის ზამთრის კურორტებზეც იქონია უარყოფითი გავლენა.

„ბანსკო ცოტა ადრე დაიხურა. აქ კოვიდის ბევრი შემთხვევა არც ყოფილა. ბულგარეთის ხელისუფლება აქ დასავლეთ ევროპის კურორტების გამოცდილების გათვალისწინებით უმკლავდებოდა ვირუსს. თუმცა, რეალურად, ვირუსი ბარებში ვრცელდებოდა და არა სათხილამურო ტრასებზე. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ბულგარეთის მთავრობამ სათხილამურო კურორტების გახსნა,“  – განუცხადა “ევრონიუსს” ბანსკოს სათხილამურო ზონის დირექტორმა, ივან ობრეიკოვმა.

დედაქალაქ სოფიაში ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შიდა ტურიზმი ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს.

„წელს ჯავშნების 70% -ით შემცირებას ვარაუდობენ. პანდემიამდე ეს სექტორი აყვავებული იყო. 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა მილიარდს გადააჭარბა. ასე რომ, თქვენ თავად ხედავთ წლევანდელ ფინანსურ ზარალს. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვენდოთ ჩვენს მოქალაქეებსა და მეზობელი ქვეყნების ტურისტებს, რომლებსაც საკუთარი მანქანებით სტუმრობა შეუძლიათ,“ –  განაცხადა ბულგარეთის ტურიზმის მინისტრმა, მარიანა ნიკოლოვამ.

მწვავე დებატის კიდევ ერთი  საკითხი ტურიზმის სექტორის ფინანსური დახმარებაა. პანდემიის დაწყებიდან ბიზნესის მფლობელები ხშირად ემუქრებიან საპროტესტო აქციების ორგანიზებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ბაზრების, რესტორნებისა და სასტუმროების წამომადგენლებმა ისარგებლეს ზაფხულში დღგ-ს მნიშვნელოვანი შემცირებით, ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს იმისათვის, ქვეყანაში რომ უმუშევრობის დონე არ გაიზარდოს.

 

უახლესი

სხვა ამბები