მთავარი მთავარი ამბავი პარტიების დაფინანსების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

პარტიების დაფინანსების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს

ავტორი: ანა ალელიშვილი

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იმ პარტიების დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, პარტიულ დაფინასნებას ვეღარ მიიღებენ.

23 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა გაიმართა. მოუსმინეს „ქართული ოცნების“ წევრებსა და პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის ინიციატივა, რომ პარტიების დაფინანსების წესთან და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებული კანონპროექტი ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გაუგზავნონ, განხილვის საგანი. ირაკლი კობახიძის ინიციატივაა ისიც,  რომ კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვა მას შემდეგ გაიმართოს, რაც ამ ინსტიტუციების პოზიცია იქნება ცნობილი.

„თუ უარს ამბობ საპარლამენტო მანდატებზე, მაშინ არც დაფინანსება არ უნდა მოითხოვო და არიან სხვა პარტიები, რომლებიც მანდატებზე უარს ამბობენ და იმავდროულად დაფინანსებას ითხოვენ. აქ უსამართლობის პრობლემაა და, შესაბამისად, ეს ნორმა სამართლიანობას უზრუნველყოფს“, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ.

„კანონპროექტის ის ცვლილებები, რომლებიც ისეთ საკითხებს შეეხება, როგორიც არის რეგისტრაცია, პარტიების ანაზღაურება და ა.შ. სასურველია, გაზიარდეს საერთაშორისო ინსტიტუციებთან, რომლებიც ასეთ საკითხებში ყველაზე უფრო კომპეტენტური არიან და მათი შეფასების მიღების შემდეგ განახლდეს ამაზე მსჯელობა. ვფიქრობ, რომ ძალიან სამართლიანი და საქმიანი შეთავაზებაა“, – განამრტა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ.

ირკალი კობახიძის ინიციატივას ოპოზიციის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. ისინი ამას  „ქართული ოცნების“ სადამსჯელო ღონისძიებასა და პოლიტიკურ შეტევას უწოდებენ.

„პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებით აღქმა არის ერთი, რომ ეს არის, პრაქტიკულად, სადამსჯელო ღონისძიება ამ კონკრეტულ კონტექსტში – იმ დროს, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. და ახლა დაიწყო საუბარი ამ ცვლილებებზე. თავისთავად სისტემის მოდერნიზება შესაძლებელია, მაგრამ ეს დასაშვებია იყოს დებატების საგანი, ზოგადად“, – თქვა „ვროპული საქართველოს“ წევრმა გიგი წერეთელმა.

„ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი, როგორც ქვეყნის შიგნით, საზოგადოებისთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ევროსაბჭოსგან, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატებისგან მკვეთრი გზავნილების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ამ კანონპროექტის ინიცირება მაინც მოახდინა, ისინი დემოკრატიულობის ჩარჩოსგან გავიდნენ“, – განმარტა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ.

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იმ პარტიების დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არ შევლენ, პარტიულ დაფინასნებას ვეღარ მიიღებენ.

უახლესი

სხვა ამბები