მთავარი COVID-19 უსახლკაროების დახმარება გერმანიაში

უსახლკაროების დახმარება გერმანიაში

ავტორი: არჩილ მდინარაძე

პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და კარანტინმა  ყველაზე მეტად უსახლკაროები დააზარალა. ბერლინში, დაცარიელებეული ლუდხანა, რომელიც გერმანიაში მოქმედი მკაცრი კარანტინის პირობებში დაიხურა, ახლა უსახლკაროებს უღებს კარებს, სადაც მათ ცხელი საკვებით, წიგნებით, სოციალაური დახმარების პროგრამებით, სითბოთი და უსაფრთხოებით უზრუველოყოფენ.

შობამდე ერთი კვირით ადრე ბავარიული სტილის ლუდხანაში წესით მხიარული ადამიანების ჟრიამულის ხმა უნდა ისმოდეს. თუმცა გერმანიაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს და ლუდის კათხები ამჯერად ცარიელია.

ამის ნაცვლა ბერლინის ლუდხანა „ჰოფბრაუჰაუსი“  ქალაქში მცხოვრებ უსახლკაროებს უღებს კარს.

გერმანიაში 650 000 უსახლკარო ადამიანია, აქედან 50 000ს ქუჩაში უწევს ღამის გათენება. მხოლოდ ბერლინში 2000 ადამიანი მაინც იქნება ღია ცის ქვეშ. პანდემიის გამო მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

ლუდხანაში  ქალაქის ყველაზე დაუცველ მობინადრეებს სითბო და უსაფრთხოება დახვდებათ. საკვებისა და პერსონალის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს, ლუდხანა „ჰოფბრაუჰაუსის“ მენეჯერი, ბიორნ შვარცი კი მათ ფართით უზრუნველყოფს. აქ იმდენი ადგილია, რომ სოციალური დისტანციის დაცვა შესაძლებელია. მისი განცხადებით ლუდხანა მხოლო მარტო ცხელ საკვებს, კი არ სთავაზობს უსახლკაროებს, არამედ სოციალური პროგრამებსაც.

ყოველდღე დილის 10 საათიდან 4 საათამდე ბერლინის ცენტრში მდებარე „ჰოფბრაუჰაუსის“ ლუდხანა ქალაქის უსახლკაროებს ცხელი საკვებს შესთავაზებს და სანიტარულ ნორმებსაც მკაცრად დაიცავს.

ინტეგრაციის, დასაქმებისა და სოციალური დახმარების ბერლინის სენატორი ელკე ბრაიტენბახი აცხადებს, რომ უსახლკაროების მდგომარება კიდევ უფრო დამძიმდა კორონავირუსის პანდემიის დროს, ამიტომ ქალაქის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ უსახლკაროებს ისეთი ადგილი გამოუყოს, სადაც ისინი თავს უსაფრთხოდ და თბილად იგრძნობენ. სენატორი თვლის, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობააა.

მსგავსი პროექტები გრძელვადიანი გამოსავალი არ არის, თუმცა  ეს არის მცდელობა, რომ ამ უჩვეულოდ რთულ ზამთარში უსახლკაროები  სულ ცოტა პირველადი დახმარებით  მაინც უზრუნველყონ და შობას რაც შეიძლება ცოტა ადამიანი შეხვდეს მშიერი.

 

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში