მთავარი გადაცემები კუბი მოძრაობა "გავიგუდეთ" საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარების მიზნით ვირტუალურ აქციას მართავს

მოძრაობა “გავიგუდეთ” საკანონმდებლო პაკეტის დაჩქარების მიზნით ვირტუალურ აქციას მართავს

სამოქალაქო მოძრაობა სახელად „გავიგუდეთ“ მთავრობას მოუწოდებს, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის მიღება დააჩქაროს. ცვლილებები ითვალისწინებს საწარმოების მიერ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის უფრო მკაცრ მონიტორინგს და დარღვევების შემთხვევაში გაზრდილ ჯარიმებს.

საქართველოს პარლამენტმა კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ და მისი თანმდევი ცვლილებათა პაკეტი ორი მოსმენით უკვე მიიღო, თუმცა დარჩენილია საბოლოო, მესამე მოსმენა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრვიი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებების მესამე მოსმენა საარჩევნო პერიოდის გამო გადაიდო. მაია ბითაძე ამბობს, რომ მესამე მოსმენა დეკემბრის თვეში, ან საგაზაფხულო სესიაზე თებერვალში გაიმართება. ის აცხადებს, რომ ეს ფაქტი ცვლილებების ძალაში შესვლის თარიღს ვერ შეცვლის, რადგან პროექტი, რომელიც უკვე ორი მოსმენთაა დამტკიცებული, ცვლილებების ამოქმედებას 2021 წლის 1 ივნისიდან ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

მოძრაობამოძრაობა
Send this to a friend