მთავარიCOVID-19საშობაო სოფლის ნაცვლად - სოციალური შემწეობა

საშობაო სოფლის ნაცვლად – სოციალური შემწეობა

პორტუგალიის ქალაქ ვილა-ნოვა-დე-გაიაში მერია საშობაო სოფლის მოწყობის ნაცვლად, სოციალურად დაუცველს დაეხმარება. ქალაქის მერი თვლის, რომ პანდემიამ უამრავი პრობლემა წარმოქმნა, ამიტომ ახლა საშობაო ატრაქციონებზე მნიშვნელოვანი მოქალაქეების დახმარებაა.

„ჩვენ გვესმის, რომ ამჟამად პანდემიით გამოწვეული რთული სიტუაციაა. ძალიან ბევრი ადამიანი სამსახურიდან გაუშვეს და შემოსავალი დაკარგეს. გაიზარდა  უმუშევრობა,  ამიტომ ამ თანხას ჩვენ სხვა მიზნებისთვის გამოვიყენებთ. ჩვენთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანი გაჭირვებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარებისა და სურსათის მიწოდებაა.  ასე რომ, ჩვენ არ ვხარჯავთ ფულს გასართობ პარკში მოსაწყობ საშობაო მოედანზე, თუმცა იმავე საშობაო სულისკვეთებით ვარ განწყობილი. ამავე დროს გადავჭრით სერიოზულ პრობლემას, რომლის წინაშეც  ხალხი დგას”, – განაცხადა ქალაქის მერმა ედუარდო ვიტორ როდრიგესმა.

 

მერიამ პარტნიორთან ერთად გადაწყვიტა, საკვები პროდუქტით სავსე 3000 ყუთი  დაურიგოს ისეთ გაჭირვებულ ოჯახებს, რომელთაც იმდენად დაბალი სემოსვალაი აქვთ, რომ გადასახადებს ვერ იხდიან.

ადელაიდა სილვა დამლაგებელია, რომელმაც დახმარება მიიღო:

 

“მე დამლაგებლად ვმუშაობ კომპანიაში. სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე შეზღუდული შესაძლებლობის პირის პენსიას იღებს, რაც მხოლოდ ბინის ქირის ხარჯებს ფარავს.”

 

ვილა-ნოვა-დე-გაიას მოსახლეობას იმედი აქვს, რომ ერთი წლის შემდეგ შობას ისევ ქალაქის მოედანზე საშობაო სოფელში აღნიშნავენ და  ატრაქციონებზე გაერთობიან, როგორც ეს ტრადიციულად ხდებოდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend