მთავარი სპორტი „ლივერპული“ პრემიერლიგის ლიდერია

„ლივერპული“ პრემიერლიგის ლიდერია

ინგლისის პრემიერლიგის მეცამეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ჩემპიონატის ლიდერები, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „მერსისაიდელთა“ გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ანგარიში მოჰამედ სალაჰმა გახსნა. წონასწორობა ჰონ-მინ სონმა აღადგინა.

გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს „ლივერპულის“ ბრაზილიელმა შემტევმა, რობერტო ფირმინომ გაიტანა. ფირმინოს თავით გოლები იშვიათად გააქვს. იშვიათად იტანს „ენფილდზეც“, თუმცა ამჯერად ორივე ერთად მოხდა, „ლივერპულმა“ მოიგო და „ტოტენჰემს“ პრემიერლიგის სატურინირო ცხრილში გადაასწრო, პირველი ადგილი დაიკავა.

მატჩის შემდეგ „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ „ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელს, იურგენ კლოპს უთხრა, რომ უკეთესი გუნდი დამარცხდა, კლოპმა კი პრესკონფერენციაზე აღნიშნა რომ „წითლები“ ამ გამარჯვებას იმსახურებდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

ლივერპულილივერპული
Send this to a friend