მთავარი სპორტი გიორგი კვესელაძე „გლოსტერში“ ითამაშებს

გიორგი კვესელაძე „გლოსტერში“ ითამაშებს

ავტორი: გიორგი სანაძე

საქართველოს ნაკრების მორაგბე, გიორგი კვესელაძე კარიერას „გლოსტერში“ გააგრძელებს. ინფორმაცია საქართველოს რაგბის კავშირმა და „გლოსტერის“ ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. 23 წლის მორაგბემ ინგლისის პრემიერშიპის გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვესელაძის ტრანსფერი „არმაზიდან“ „გლოსტერში“ „შემოდგომის ერთა თასმა“ განაპირობა. ჩემპიონატზე ახალგაზრდა მორაგბემ თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. განსაკუთრებული მატჩი გამართა ირლანდიის წინააღმდეგ, რომელშიც საქართველოს ნაკრები 23-10 დამარცხდა, თუმცა ამ მატჩში გიორგი კვესელაძის მიერ გატანილი ლელო „შემოდგომის ერთა თასი 2020“-ის საუკეთესო ლელოდ დაასახელეს.

ეს შეხვედრა მესამე ტურში გაიმართა და შედეგად კვესელაძე „შემოდგომის ერთა თასის“ მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

ტრანსფერში წვლილი მიუძღვის დევიდ ჰემფრიზს, რომელიც ადრე „გლოსტერის“ სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა, „შემოდგომის ერთა თასზე“ კი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ლევან მაისაშვილის ასისტენტის როლს ასრულებდა.

 

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი