მთავარიCOVID-19"გარგტესტი" კორონა ვირუსს სწრაფად და მარტივად ადგენს

“გარგტესტი” კორონა ვირუსს სწრაფად და მარტივად ადგენს

ჩეხეთში პალაცკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის თვითტესტირების მეთოდი შეიმუშავეს, რომელსაც “გარგტესტი” ეწოდება. “გარგტესტი” ვირუსის დადგენის უფრო მარტივი და მოსახერხებელი საშუალებაა.

ჩეხეთის ფილარმონიის ორკესტრი კონცერტს ონლაინ რეჟიმში, ცარიელი დარბაზის წინაშე მართავს. თუმცა ორკესტრის წევრებმა კარგად რომ დაუკრან, მათ პირბადე უნდა მოიხსნან. პირბადის მოხსნა კი ორკეტსრის წვერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში სეუძლიათ, თუ  ე.წ. “პისიარ” ტესტი უკვე გაიკეთეს. ეს კი ძვირია და დისკომფორტიც ახლავს.

 ორკესტრის წევრებისთვის გამოსავალი ტესტირების ახალი მეთოდი ე.წ. გარგტესტი გამოდგა.  ეს ტესტი ძალიან მარტივია – ოცი ან ოცდაათი წუთის განმავლობაში პირში  წყალი უნდა დააგუბო და მერე სპეციალურ სინჯარაში ჩაასხა. ორკესტრის წევრები კმაყოფლი არიან.

 

იან კელერი, ჩელისტი:

„ეს ძალიან მარტივია და სწორედ ესაა მისი უპირატესობა. არც ცხვირიდან გიწევს ნაცხის აღება.”

 

ვლადისლავ ბოროვკა, ტრომბონისტი:

“ჩემი აზრით, ეს ტესტი გაცილებით უმტკივნეულოა და ყველასათვის უფრო მოსახერხებელია”.

 

ტესტირების მსურველმა  პირადი  ინფორმაცია სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში უნდა შეიყვანოს. შემდეგ კი სინჯარიდან აღებული ინფორმაცია სპეციალური ბარკოდით ლაბორატორიაში გააგზავნოს, საიდანაც პასუხი სულ რამდენიმე საათში მოდის.

  

თვითტესტირების ეს მეთოდი, რომელსაც „გარგტესტი” ეწოდება, ჩეხმა მეცნიერებმა პალაცკის უნივერსიტეტში შეიმუშავეს. ისინი თვლიან რომ ეს ტესტი ისეთივე სანდოა, როგორც ცხვირიდან აღებული ნაცხის ტესტი.

 

 

“სინჯარა შეიცავს ფხვნილს, რომელიც ხელს უწყობს ვირუსის სტაბილიზაციას ოთახის ტემპერატურის პირობებში. ეს არის მთავარი განსხვავება COVID-19-ის სხვა ტესტებისგან, სადაც საჭიროა ნიმუშების ტრანსპორტირება და  დაბალ ტემპერატურაზე შენახვა”, – განმარტავს მარიამ ჰაიდუკი, მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი.

 

ეს ფხვნილი კვლევის მთავარი მიგნებაა,  რომელიც ევროპის ტრანსლაციური მედიცინის პროგრამის მიერ კოვიდ ვაქცინის შექმნის ფარგლებში შეიმუშავეს.

ჩეხეთის ფილარმონიის წევრები კმაყოფილი არიან ტესტირებით. ამიტომ შესაძლებელია, “გარგტესტის”  საყოველთაო გამოყენებაც დაიწყოს.

 

ირჟი სკაკელი, ევრონიუსი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend