მთავარი COVID-19 საფრანგეთსა და უკრაინაში შეზღუდვების გამკაცრება გააპროტესტეს

საფრანგეთსა და უკრაინაში შეზღუდვების გამკაცრება გააპროტესტეს

 

კოვიდ 19-ით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია და ნიდერლანდები, იძულებული გახდა საკარანტინო ზომების საშობაო არდადეგებზეც გავრცელებინა.

იგივე გადაწყვეტილების მიღების შესახებ მსჯელობენ გაერთიანებული სამეფოშიც. ბრიტანეთის ხელისუფლება წინასწარ ცდილობს შეაფასოს, მოსახლეობაში რა მასშტაბის პროტესტი შეიძლება  მოჰყვეს საშობაოდ შეზღუდვების გამკაცრებას.

სხვა ქვეყნებში ეს უკმაყოფილება უკვე სახეზეა.

საფრანგეთში თეატრებში, კინოსა და ზოგადად ხელოვნების სფეროში დასაქმებული ათასობით ადამიანი გამოვიდა პარიზის ქუჩებში. პროტესტის მონაწილენი იმუქრებიან, რომ თუ შობა-ახალი წლის დღესასაწაულებზე ხელისუფლება  მუშაობის საშუალებას არ მისცემთ, ისინი სასამართლოს მიმართავენ.

საფრანგეთის ხელისუფლებამ ექვსი კვირის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი საკარანტინო ზომები გააუქმა, თუმცა სანაცვლოდ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი დააწესა.

კომენდანტის საათი გააპროტესტეს უკრაინაშიც. კორონა ვირუსიის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდევბის წინააღმდეგ გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობა ათასობით მეწარმემ და მცირე ბიზნესის წარმომადგენელმა მიიღო. აქციის დროს  მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა.

უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით შობა-ახალი წლის დღესასწაულების განმავლობაში დაიკეთება ის მაღაზიები, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტი და სურსათი არ იყიდება, ასევე  სავარჯიშო დარბაზები და სკოლები.

ჯანმრთელობასა და ეკონომიკას შორის წონასწორობის შენარჩუნება თანდათან თითქმის ყველა ქვეყანას უჭირს.

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში