მთავარი მსოფლიო სანტა კლაუსების კონგრესი

სანტა კლაუსების კონგრესი

პანდემიის პერიოდში  მხოლოდ სამსახური, ოჯახური თუ მეგობრული თავყრილობა არ გადასულა ონლაინ რეჟიმში. მსოფლიოს მასშტაბით სანტა კლაუსებიც  ვირტუალურ პლატფორმაზე ხვდებიან ერთმანეთს. ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ სანტა კლაუსების კონგრესს 8500 სანტა კლაუსი 100 ქვეყნიდან ჩაერთო.

წინასაშობაო შეკრების მიზანი მხოლოდ საშობაო განწყობის შექმნა ან შობის ღამისთვის მზადება არ ყოფილა. კონგრესზე გაეროს ბავშთა ფონდისთვის შემოწირულების გაღებაც არის შესაძლებელი.

შეხვედრის ლოზუნგია – „შობა არ გაუქმდება.“

სანტა-კლაუსების ანსამბლმა კარგი განწყობა შესაფერისი მუსიკით შექმნა.

მრავალი პროფესიონალი სანტა-კლაუსი წელს საჩუქრებს ონლაინრეჟიმში გასცემს. სანტასთვის საჩუქრების სიების გაგზავნა წინასწარ ფოსტით არის შესაძლებელი.

უახლესი

სხვა ამბები

სანტა კლაუსებისანტა კლაუსები
Send this to a friend