მთავარი საქართველო ეკონომიკის მინისტრი გაზაფხულის „ლოქდაუნს“ დღესაც სწორ ნაბიჯად მიიჩნევს

ეკონომიკის მინისტრი გაზაფხულის „ლოქდაუნს“ დღესაც სწორ ნაბიჯად მიიჩნევს

ავტორი: სოფო მაქაცარია

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა „ევრონიუს ჯორჯიას“ ეთერში  პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მთავრობის მიერ გადადგულ  ნაბიჯები შეაფასა. ნათია თურნავას დღევანდელი გადმოსახედიდანაც სწორად მიაჩნია, რომ მთავრობამ სრული ე.წ. “ლოქდაუნი”  2020 წლის გაზაფხულზევე გამოაცხადა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ ერთეული შემთხვევები აღირიცხებოდა.

„დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო ლოგიკური და სწორი ჩანს ის გადაწყვეტილებები, რაც ჩვენ ეტაპობრივად მივიღეთ პანდემიასთან ბრძოლის პროცესში: პირველ ეტაპზე, როდესაც პანდემია  სრული შოკი იყო მსოფლიოსთვის და  აბსოლუტურად ახალი გამოწვევა გახლდათ საქართველოსთვის,  როდესაც ჩვენ არ გაგვაჩნდა არანაირი ძალა – თუნდაც ტესტირების ჩატარების, როცა  ექიმებს არ ჰქონდათ არც მკაფიო პროტოკოლები და  არც გამოცდილება, თუ როგორ უნდა ემკურნალათ ამ დაავადებისთვის.  მსოფლიოში პირბადეებიც კი დეფიციტში იყო – რა თქმა უნდა, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო  მკაცრი შეზღუდვები”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ასევე განმარტავს, რომ  2020 წლის გაზაფხულზე გამოცხადებულმა „ლოქდაუნმა“ ქვეყანას  შესაძლებლობა  მისცა, რომ ზაფხულში ტურისტული სეზონი  მეტნაკლებად სრული დატვირთვით ჩაეტარებინა. მინისტრის განმარტებით, ამ შეზღუდვებმა საოჯახო  და მცირე სასტუმროებს, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებს  ზაფხულში მუშაობის საშუალება მისცა.

უახლესი

სხვა ამბები