მთავარი მსოფლიო საპროტესტო აქცია ალბანეთში

საპროტესტო აქცია ალბანეთში

ალბანეთში საპროტესტო აქციები გრძელდება. აქციის მონაწილეებმა  მმართველი პარტიის ოფისები დააზიანეს და პოლიციელი დაჭრეს – იუწყება ადგილობრივი მედია.

პოლიციის ცნობით, დედაქალაქ ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები და ცეცხლწაკიდებული ნივთები დაუშინეს.

აქციის მონაწილეები  პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებსა აპროტესტებენ. სამართალდამცავები აქციის დაშლას ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით ცდილობენ.

საპროტესტო აქციები კლოდან რაშას გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც სამშაბათს დილით კომენდანტის საათის დროს ტირანაში დახვრიტეს.

პოლიციის განცხადებით, გარდაცვლილი ოფიცრის გაფრთხილების მიუხედავად გაიქცა.

კლოდან რაშას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დაკავებულია ერთი პოლიციელი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სანდერ ლეშაიმ, განაცხადა, რომ იგი გადადგომას აპირებს, რადგან, როგორც ადამიანი და მშობელი, მინისტრი გარდაცვლილის ოჯახის ტკივილს იზიარებს.

„მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარის შესახებ გაიგო, მაშინვე მოვიდა ჩემთან და გადადგომის შესახებ მაცნობა. იგი არამხოლოდ გვერდზე გადგა, არამედ არგუმენტირებულად ამიხსნა, თუ რატომ იყო თანამდობობიდან გადადგომა ღირსეული გადაწყვეტილება, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული თვალსაზრისით“,– განაცხადა ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ.

ქვეყნის ოპოზიცია კი კლოდან რაშას გარდაცვალებაში  პრემიერ-მინისტრს ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ ედი რამამ  თანამდებობა დატოვოს.

უახლესი

სხვა ამბები

საპროტესტო აქციასაპროტესტო აქცია
Send this to a friend