მთავარი მსოფლიო ბულგარეთი და ჩრდილოეთი მაკედონია ისევ ვერ თანხმდებიან

ბულგარეთი და ჩრდილოეთი მაკედონია ისევ ვერ თანხმდებიან

ბულგარეთი ჩრდილოეთი მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებას ისევ არ თანხმდება.ბულგარეთის მთავრობის განცხადებით, ჩრდილოეთი მაკედონია არღვევს 2017 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანას ანტიბულგარული რიტორიკა უნდა შეეწყვიტა. ბულგარელები  ჩრდილოეთმა მაკედონიას სთხოვენ აღიაროს, რომ მათ ენას ბულგარული ენა უდევს საფუძვლად. ჩრდილოეთი მაკედონიის პრემიერ-მინისტრ ზორან ზაევის განცხადებით, ბულგარეთის მთავრობის ქმედება საღ აზრს მოკლებულია და მაკედონიის ერის წინააღმდეგ არის მიმართული.

2018 წელს, როდესაც ბულგარეთი ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარეობდა, იგი ევროკავშირის გაფართოების მომხრე იყო და რეგიონის ლიდერის როლის მორგებას ცდილობდა. ბულგარეთმა და ჩრდილოეთმა მაკედონიამ 2017 წელს მეგობრულ შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. თუმცა ხელშეკრულების პირობები დაირღვა და ახლა ბულგარეთი ჩრდილოეთი მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის. ბულგარელებს სურთ, მაკედონელებმა აღიარონ, რომ მათი ენა ბულგარულიდან მომდინარეობს. ოფიციალური სოფია ანტიბულგარული რიტორიკის შეჩერებასაც ითხოვს.

ბულგარეთის მთავრობამ  ჩრდილოეთი მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჩაშალა. მოიუხედავად ამისა ბულგარეთი აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის, მაგრამ მანამდე ორ ქვეყანას შორის არსებული სადავო საკიტხებუ უნდა აღმოიფხვრას.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეკატერინა ზახარიევას განცხადებით, ეს არის ევროკავშირში ახალი წევერის მიღების ერთადერთი გზა.

„თუ ჩვენ მიერ ხელმოწერილი შეთანხმებები ირღვევა, ეს იმას ნიშნავს, რომ კანდიდატი ქვეყანა მზად არ არის. ეს არის ბულგარეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის არსებული უთანხმოების მიზეზი. 2017 წელს ხელმოწერილი დოკუმენტის პირობები არ სრულდება. ჩრდილოეთი მაკედონია დაგვპირდა, რომ არ წამოჭრიდა უმცირესობების საკითხს. მათი აზრით, ბულგარეთის მოსახლეობის ერთი მესამედი, რომელიც პირენეის მაკედონიის რეგიონში ცხოვრობს, უმცირესობაა. ეს აბსურდია. ხალხი ამას არ მიიღებს“, – განაცხადა ეკატერინა ზახარიევამ.

ბულგარეთის მთავრობა უარყოფს, რომ იგი ჩრდილოეთმაკედონური ენის ბულგარული ენის დიალექტად აღიარებას ითხოვს. ჩრდილოეთი მაკედონიის მთავრობის განცხადებით, ბულგარელები არ იქცევიან ისე, როგორც ეს კეთილ მეზობლებს შეეფერებათ, რადგან ჩრდილოეთ მაკედონიას თვითგამორკვევის  საშუალებას არ აძლევენ.

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში