ორშაბათიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ვაქცინაციის პროცესი იწყება, რომელიც აშშ-ის ისტორიაში, უპრეცედენტო მასშტაბის მოვლენაა. ასეთი გამოხმაურება მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში აშშ-სამხედრო ძალების გადასხმასაც კი არ მოჰყოლია.
საყინულე კამერებით კოვიდ-19-ის ვაქცინის დისტრიბუცია ამერიკის შეერთებული შტატებში უკვე დაიწყო. “ფაიზერისა” და “ბიოენტეკის” კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა მარეგულირებელმა ორგანოებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში უკვე დაამტკიცეს.
ხალხმა ვაქცინის 2 დოზა უნდა მიიღოს. მისი ეფექტიანობის მაჩვენებელი 95%-ია. ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ 300 ათასს მიაღწია.
მხოლოდ 14 დეკემბერს ვაქცინას აშშ-ის 145 რაიონს მიაწვდიან, 15 დეკემბერს – 425-ს, 16 დეკემბერს კი – დანარჩენ 66 ობიექტს. საწყის ეტაპზე დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი შეძლებს „ფაიზერისა და „ბიოენტეკის“ ვაქცინის გაკეთებას.
აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივანი ალექს აზარი და გენერალი გას პერნა, რომლებიც ვაქცინის დისტრიბუციის პროცესს ზედამხედველობას უწეევენ, ვაქცინაციის ერთ-ერთ საოპერაციო ცენტრს ეწვივნენ.
ჯანდაცვის სფეროს ოფიციალური წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ამერიკელი ხალხი ვაქცინაციის პროცესს დადებიტად შეხვდება.
ვაქცინაციის პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და მოხუცთა თავშესაფრებში რეგისტრირებული ხანშიშესული ადამიანების აცრა იგეგემება.