მთავარიმსოფლიობაიდენი, ტრამპი და პანდემია

ბაიდენი, ტრამპი და პანდემია

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პანდემიის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას დაუყოვნებლივ მოითხოვს.

ჯანდაცვის ახალი გუნდის წარდგენისას, ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა იმ პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში ეცდება. ჯო ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ქვეყანა ძალიან დააზარალა, ამიტომ მდგომარეობის გამოსწორებას გარკვეული დრო დასჭირდება. ბაიდენმა ამერიკელებს მოუწოდა, რომ პირბადეები ატარონ. იგი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ კორონავირუსის საწინაააღმდეგო ვაქცინის 100 მილიონ დოზას შეიტანს ქვეყანაში, ხოლო საჯარო სკოლებს რაც შეიძლება მალე გახსნის.

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი თეთრ სახლში გამართულ სამიტს დაესწრო, სადაც ტრამპის ვაქცინაციის პროგრამა ე. წ. „warp speed“-ი განიხილეს, რაც ძალიან სწრაფს ნიშნავს. ტრამპის აზრით, თუ ვაქცინას ამერიკაც დაამტკიცებს, იგი მხოლოდ მიესლამება ამ ნაბიჯს.

სამიტზე პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, დამტკიცებულ ვაქცინას პირველი ამერიკელი ხალხი მიიღებს. ბაიდენი სამიტს არ ესწრებოდა. შეკითხვაზე, თუ რა მიზეზით გააცდინა ბაიდენის გარდამავალი გუნდის წევრმა შეხვედრა, ტრამპმა უპასუხა, რომ შემდეგი ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, ტრამპის მომხრეებისგან დაკომპლექტდება, რადგან არჩევნები სწორედ მათ  მოიგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend