მთავარი გადაცემები კუბი იუტას შტატში მონოლითი გაუჩინარდა, რუმინეთში კი გამოჩნდა - რა ხდება?

იუტას შტატში მონოლითი გაუჩინარდა, რუმინეთში კი გამოჩნდა – რა ხდება?

რუმინეთის ჩრდილოეთით იპოვეს  ლითონის მონოლითი, რომელიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს ცოტა ხნის წინ  ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩენილ და შემდეგ გაუჩინარებულ მონოლითს.

ამერიკის შტატ იუტას უდაბნოში ობელისკის აღმოჩენამ სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მომხმარებლები სხვადასხვა ვერსიას განიხილავდნენ: ზოგი თვლიდა, რომ ლითონის სვეტი უცხოპლანეტელების ნახელავი იყო, ზოგი ფიქრობდა, რომ ის რომელიღაც ხელოვანმა აღმართა. ამასობაში მსგავსი მონოლითი რუმინეთშიც იპოვეს.

 

ობელისკი რუმინეთის ერთ-ერთი არქეოლოგიური ძეგლის –  ციხესიმაგრის მახლობლად აღმოაჩინეს. ეს ციხესიმაგრე ძვ.წ. 82 წელს ააშენდა.

ვის ეკუთვნის ახალი მონოლითი –  გაურკვეველია: ის  კერძო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწაზე დგას, სადაც  არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. როგორც რუმინეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, მათ არ იციან, ვინ არის მონოლითზე პასუხისმგებელი. პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

რაც შეეხება პირველ მონოლითს, რომელიც 18 ნოემბერს იუტას შტატში იპოვეს, თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოებით დგინდება, რომ მონოლითი  წითელ კლდეებს შორის, სულ მცირე, 2016 წლიდან იდგა. შტატ იუტას ხელმძღვანელობა ვარაუდობს, რომ ის რეჟისორ სტენლი კუბრიკის „კოსმოსური ოდისეის“ რომელიმე თაყვანისმცემელმა აღმართა.

 

იუტაში ნაპოვნმა ე.წ. მონოლითმა ათასობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო. იუტას სახელმწიფო რესურსების დეპარტამენტს არ სურდა, რომ ტურისტებს ამ ობიექტისთვის მიეგნოთ, თუმცა ხალხმა მაინც დაადგინა მონოლითის ადგილმდებარეობა. სამწუხაროდ, დიდი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოება მონოლითს ვეღარ იხილავს, რადგან 2 დღის წინ იგი უგზოუკვლოდ გაქრა.

უახლესი

სხვა ამბები

იუტას შტატიიუტას შტატი
Send this to a friend