მთავარი COVID-19 ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იკლო

ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა იკლო

ევროპის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა იკლო. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც კოვიდინფიცირებულთა მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა –  ესპანეთია. კოვიდინფექციის გავრცელების ტემპების შემცირებამ ესპანეთის მოსახლეობა გაამხნევა და ხალხი საშობაო საყიდლებზე გავიდა. ქუჩაში მოსახლეობას სადღესასწაულო განათებაც იზიდავს.

ის ადგილები, სადაც ხალხის დიდი რაოდენობა იყრის თავს, პოლიციმა ზონებად დაყო  – ასე უსაფრთხოების ნორმების კონტროლი უფრო მარტივი და ეფექტური აღმოჩნდა.

ესპანეთში დღეში საშუალოდ ყოველ 100 000 მოსახლეზე 300 კოვიდინფიცირების შემთხვევა დასტურდება.

ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ბოლო კვირების განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა თურქეთში, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი გამოაცხადა, შაბათ-კვირას კი მკაცრი საკარანტინო ზომები დაწესდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის  წარმომადგენლებს ძალიან აფიქრებთ ის ფაქტი, რომ საზოგადოებას პანდემია მობეზრდა და  მოახლოებული დღესასწაულების აღნიშვნა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი მოსახლეობას მკაცრად აფრთხილებს, რომ უსაფრთხოების ზომები ზუსტად დაიცვან.

,, სექტემბრიდან დღემდე მხოლოდ გასულ კვირაში გვქონდა პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. ეს ძირითადად ევროპის ქვეყნებში შემცირებული მაჩვენებლის დამსახურებაა. ეს შედეგი კი ბოლო რამდენიმე კვირაში დაწესებული რთული, თუმცა აუცილებელი ზომების გატარებით მივიღეთ.  ეს ძალიან კარგი ამბავია, თუმცა მას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. ეს მიღწევა შეიძლება ძალიან ადვილად გავატანოთ ქარს“, – განაცხადა  ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

უელსის მოსახლეობა კვლავ ახალი აკრძალვების წინაშე დგას. მედიკოსები შიშობენ, რომ თუ შესაბამისი ზომები არ გატარდება, იმ ინფიცირებული პაციენტების რიცხვი, რომლებსაც საავადმყოფოში გადაყვანა სჭირდებათ, შესაძლოა იანვრში 2 200-მდე გაიზარდოს.

პაბები, ბარები, რესტორნები და კაფეები დაიხურება 18.00 საათისთვის და ალკოჰოლის გაყიდვის უფლება აღარ ექნებათ. 18.00 საათის შემდეგ ისინი მხოლოდ საკვების მიტანის სერვისებს შესთავაზებენ მომხმარებლებს.

გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის ნაწილისთვის, განსაკუთრებით კი სტუდენტებისათვის, მთავარი პრიორიტეტი დღესასწაულებისთვის შინ დაბრუნებაა. დღესასწაულის საკუთარ ოჯახში აღნიშვნა რომ შეძლონ, ამიტომ სტუდენტებს მასობრივი ტესტირება უტარდებათ.

ქვეყანაში გაიხსნა დროებითი ტესტირების ცენტრები, რომლებიც ამ კვირის განმავლობაში ასობით ათას სტუდენტს კორონავირუსის ტესტს ჩაუტარებენ.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

ევროპაევროპა