რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს
კოვიდ-19-ის ძირითადი სიმპტომები, რომლებიც ინფიცირებულთა უმეტესობას აქვს შემდეგია: ცხელება, ხველა, საერთო სისუსტე, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვაა.
კოვიდ-19-ის გართულების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ჰაერის უკმარისობა და სუნთქვის გაძნელება, მეტყველების, მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევა და გულმკერდის არეში ტკივილი. ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ინფიცირებული გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებს.
შედარებით იშვიათი სიმპტომებია: ყელისა და თავის ტკივილი, ზოგადი ტკივილი, დიარეა, გამონაყარი კანზე, ხელისა და ფეხის თითებს შორის და წითელი ან გაღიზიანებული თვალები.