მთავარი COVID-19 პანდემია ევროპაში

პანდემია ევროპაში

რეგულაციები, ტესტირება და ვაქცინა – ეს არის ის სამი იარაღი, რომლებითაც გაერთიანებული სამეფოს მთავრობა კორონავირუსის დამარცხებას ცდილობს. ახლახან გავრცელდა ინფრიმაცია, რომ კომპანია “ასტრაზენეკასა” და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია. ამ სიახლემ ბრიტანეთის მოსახლეობას დიდი იმედი მისცა. თუმცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მოსაზრებით, კორონავირუსის დამარცხებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯონსონმა წარადგინა ახალი ე.წ. ,,კოვიდის ზამთრის გეგმა’’, რომელიც კარანტინის შემდეგ სამდონიან  რეგიონულ ზომებს ითვალისწინებს. ბრიტანეთის პრემიერმა სწრაფი ტესტირების რაოდენობის გაზრდაც გადაწყვიტა.

,,იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სამ ვაქცინას დაამტკიცებენ და მას შესაბამის ვადებში აწარმოებენ, თვეები დაგვჭირდება, რომ ყველა მოქალაქის ვაქცინით უზრუნველყოფა შევძლოთ. ეს თვეები საკმაოდ რთული და ცივი იქნება. იანვარსა და თებერვალში ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ყველაზე მეტად არის დატვირთული. ამიტომ, როდესაც მომავალი კვირიდან ჩვენ გავაუქმებთ საკარანტინო ზომებს, საჭიროა, ვიყოთ ფრთხილად და წყალში არ გადავყაროთ კარანტინის პერიოდში მიღწეული წარმატება,’’ -განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

იტალია მსოფლიოში მეექვსე ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 50 ათასს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით იტალია ევროპის მასშტაბით მეორე ადგილზეა და მხოლოდ ბრიტანეთს ჩამორჩება. იტალიის ხელისუფლება საყოველთაო კარანტინის შემოღებისაგნ, ჯერჯერობით, თავს იკავებს და შეზღუდვებსა და კომენდანტის საათს მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში აწესებს. ოფიციალური განცხადებით, კორონავირუსით ყვეკაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებში ბარებისა და რესტორნების დახურვამ უკვე გამოიღო შედეგი.

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქ სალონიკის საავადმყოფოებშიც იზრდება. ხელისუფლების განცხადებით, ისინი ყველაზე ცუდი სცენარისთვის ემზადებიან, რადგან ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების მხოლოდ 4%-ია თავისუფალი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს, რომ საშობაო პერიოდში სადღესასწაულო ღონისძიებებმა შეიძლება კოვიდინფექციის გავრცელებას შეუწყოს ხელი.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

პანდემია ევროპაშიპანდემია ევროპაში