მთავარიმსოფლიოღვინო ბრიტანეთიდან

ღვინო ბრიტანეთიდან

დიდ ბრიტანეთში ღვინის წარმოების მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. როგორც წესი, ბრიტანული კლიმატი ყურძნის მოსაყვანად შეუფერებელია. თუმცა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა  ტემპერატურის ზრდამ ეს რეალობა შეცვალა. ბრიტანელი მეღვინეების განცხადებით,  ინგლისში თბილი ამინდები ტრადიციულზე დიდხანს გრძელდება, რის გამოც ვენახები კარგად ხარობენ და ბრიტანული ღვინო ევროპულ ბაზარზე გასასვლელად მზად არის.

კლიმატური ცვლილების შედეგად მომატებულმა ტემპერატურამ ინგლისის ვენახებზე დადებითად იმოქმედა. მეტი მზის სხივები იმას ნიშნავს, რომ ყურძენი უფრო მალე მწიფდება. ეს ფერმერს შესაძლებლობას აძლევს ისეთი ყურძენი მოიყვანოს, რომელიც ინგლისში აქამდე არ ხარობდა. ბრიტანული ღვინის ქარხნები ახლა უკვე ევროპულ კომპანიებს უწევენ კონკურენციას.

ღვინო ბრიტანეთიდან

საიმონ დეი მეორე თაობის მეღვინეა. იგი განათლებით ბიოქიმიკოსია. ღვინის დამზადების ტექნოლოგიების შესასწავლად მან მთელი მსოფლიო მოიარა. საიმონმა თავისი გამოცდილება გაგვიზიარა:

„მეცნიერება საჭირო ხდება მაშინ, როცა რაღაც პრობლემები იქმნება. თუმცა მთავარი რასაც უნდა ენდო, ესაა საკუთარი ცხვირი და პირი. ბევრმა ადამიანმა ისარგებლა გახანგრძლივებული თბილი ამინდებით, რომლებიც ნაყოფის დამწიფებას უწყობს ხელს.“

საიმონი ღვინის დამზადების არატრადიციულ მეთოდს მიჰყვება. იგი ჟანგბადის მაცერაციას იყენებს, რაც ფერმენტაციის პროცესს აჩქარებს.

წელს მისმა ქარხანამ 2500 ღვინის ბოთლი გამოუშვა. მათი გემო ფრანგული ბოჟოლეს ღვინოს მსგავსია.

ღვინო ბრიტანეთიდან

კლიმატური ცვლილების შედეგი აქ  ვაშლსაც ეტყობა. ახლა აქ ვაშლი ჩვეულებრივზე 3 კვირით ადრე მწიფდება. კლიმატი გაუარესდა ვაშლისთვის, თუმცა გაუმჯობესდა ყურძნისთვის.

არსებობს ისტორიული მტკიცებულებები, რომ ღვინო გაერთიანებულ სამეფოში მეცამეტე საუკუნეში მოჰყავდათ. საიმონის მოსაზრებით, ბრიტანული ღვინო სხვა ევროპულ ღვინოებს ხარისხით არ ჩამოუვარდება.

„თავიდანვე როცა გავსინჯე სხვადსახვა გემრიელი ტროპიკული ხილის გემო ვიგრძენი. ჟანგბადის მაცერაციამ კარგად იმუშავა. სამხრეთ ევროპულ  ღვინოში იზრდება შაქრის დონე, რაც ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.“

საიმონმა ყურძენი ევროპის ყველაზე ცხელ ზაფხულს მოიყვანა. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ბრიტანული ბოჟელე ოდესმე კონკურენცია ფრანგულ ბურგუნდიულ ღვინოს გაუწიოს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend