მთავარი მსოფლიო ჯორჯიას შტატში ხმების ხელით გადათვლის პროცესი ჯო ბაიდენის გამარჯვებით დასრულდა

ჯორჯიას შტატში ხმების ხელით გადათვლის პროცესი ჯო ბაიდენის გამარჯვებით დასრულდა

ჯორჯიის შტატში 5 მილიონი საარჩევნო ბიულეტენის ხელით  გადათვლის პროცესი ისევ ჯო ბაიდენის გამარჯვებით დასრულდა.

პირველადი დათვლის მონაცემებით, ბაიდენი 14 ათასი ხმით ლიდერობდა, ხოლო ხმათა გადათვლის შემდეგ ეს რიცხვი 12 ათასზე ჩამოვიდა. ხმების ხელით დათვლის პროცესი 15 დღე გაგრძელდა.

ოფიციალური პირების და დამკვირვებლების განცხადებით, 159 საარჩევნო უბნის ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად გაირკვა, რომ ცდომილებამ  0.73% შეადგინა, რაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა.

საარჩევნო კამპანია ისევ გრძელდება ჯორჯიის შტატში, სადაც იანვარში სენატორებს აირჩევენ. თუ ამ არჩევნებში ორი დემოკრატი კანდიდატი გაიმარჯვებს, შესაძლოა, სენატში დემოკრატები უმრავლესობით მოვიდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი

ჯო ბაიდენიჯო ბაიდენი