მთავარი სპორტი პირველი ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე

პირველი ქართული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე

ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბია, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

ქართულმა გუნდმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.

„ლანჩხუთმა“ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ყაზახური „ოკჟტეპესი“ 2:1 დაამარცხა. დუბლი ხატია ჭყონიამ გაიფორმა.

ქალთა ჩემპიონთა ლიგა ამ სეზონში განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. ჯგუფური ეტაპის ნაცვლად გუნდები თამაშს პლეიოფში დაიწყებენ.

რომელი გუნდი იქნება ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში „ლანჩხუთის“ მეტოქე 24 ნოემბერს წილისყრის შემდეგ გაირკვევა.

ფოტო: ქსკ ლანჩხუთის ფეისბუქ გვერდი.

უახლესი

სხვა ამბები