მთავარიმსოფლიოევროკავშირის ქვეყნები დახმარების პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები დახმარების პაკეტზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა 1.8 ტრილიონი ევროს მოცულობის დახმარების პაკეტის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. გეგმას პოლონეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან.

18 ნოემბერს ბრიუსელში გამართულ ონლაინ შეხვედრაზე, რომელსაც ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თავჯდომარეობდა, ევროპის ქვეყნების ლიდერებმა პანდემიისგან დაზარალებული ეკონომიკების აღდგენის ფონდზე იმსჯელეს.

ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელის განცხადებით, ეს ფინანსური პაკეტი ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის აღსადგენად და რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი თვლის, რომ ეროკავშირის წვერი ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა პაკეტის პირობებსა და მექანიზმს ეთანხმება, თუმცა ზოგიერთი წევრი  უმრავლესობის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს.

დისკუსია გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება  ყველასათვის მისაღები არ იქნება. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ხაზი გაუსვა, რომ საკმაოდ რთული პრობლემის წინაშე დგანან და მის გადასაჭრელად სერიოზული სამუშო უნდა ჩატარდეს.

შეთანხმება ევროკავშირის საერთო ბიუჯეტისა და ეკონომიკის აღდგენის ფონდის შესახებ ძალაში 2021 წლის იანვარში  უნდა შესულიყო. თუმცა მიმდინარე კვირაში უნგრეთმა და პოლონეთმა ორივე საკითხს ვეტო დაადეს. ისინი ეწინააღმდეგებიან ახალ კანონს,  რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი უფლებას იტოვებს, არ გასაცეს ფინანსური დახმარება ისეთი ქვეყნებზე, რომლებიც დემოკრატიულ ღირებულებებს არ იცავენ. პოლონეთსა და უნგრეთს კი წლების განმავლობაში სწორედ დემოკრატიული ფასეულობების დარღვევაში სდებენ ბრალს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend