მთავარი COVID-19 პანდემია და პარფიუმერია

პანდემია და პარფიუმერია

ავტორი: ანა ალელიშვილი

კორონავირუსის გამო პირბადის ტარება დღეს  აუცილებელია. პირბადის ქვეშ კი ყველაზე მოდური წითელი ფერის ტუჩსაცხი ყოფილა. როგორც სილამაზის ბლოგერი ლალიკო თუმანიშვილი ამბობს, წითელი ტუჩსაცხი უფრო მკვეთრია, დისტანციური მუშაობის დროს ეკრანზე უკეთ ჩანს და სიხალისე შემოაქვს. ლალიკო ამბობს, რომ პანდემიის დროს მეტ-ნაკლებად კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების წესი შეცვალა. ახლა უფრო იშვიათად იყენებს ტუჩსაცხს და უფრო მეტად მიმართავს სახის კრემებსა და თვალის დეკორატიულ კოსმეტიკას.

„კანის მოვლის ჩემი რიტუალი მქონდა, ასევე მაკიაჟის კეთების. დღეს ფაქტობრივად შევამცირე კანის მოვლის რუტინაც, იქიდან გამომდინარე, რომ თუ სახლში ვრჩებით, აღარ არის საჭირო ბევრი ისეთი კომპონენტი, რომელიცც მაკიაჟის გაკეთებამდე გვჭირდება. საღამოს ისევ კანს ვიწესრიგებ“, – ამბობს  ლალიკო თუმანიშვილი.

პანდემიის პერიოდში დეკორატიულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა არ შემცირებულა. ისევ დიდი მოთხოვნაა ტუშზე, ტონალურ კრემსა და რაც უნდა უცნაური ჩანდეს – ტუჩსაცხზე.

„ეს მაინც პირველადი მოთხოვნის საგნებში გადის. შეიძლება იჯდე სახლში, დისტანციურად მუშაობდე, მაგრამ სუნამო და თავის მოვლის საშუალებები მაინც გვჭირდება. პარფიუმერია არ არის მხოლოდ არომატი – აქ შედის სახის, სხეულის, ფრჩხილის, თმის მოვლის საშუალებები, რომლებიც ცოცხალ ადამიანს ყოველთვის სჭირდება“, – ამბობს საპარფიუმერიო ბიზნესის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ხატია შამუგია.

პირბადის ხშირი ტარების გამო, მოთხოვნა სახისა და კანის მოვლის საშუალებებზეც  გაიზარდა. მოსახლეობის ნაწილს პირბადის ტარების გამო გამონაყარი გაუჩნდა. ამიტომ კანის მოვლის საშუალებებზე მომხმარებელთა მოთხოვნამ იმატა.

„ზოგადად, პირბადის ხმარება რთულია ჩვენთვის. ის ადამიანები, ვისაც პროფესიიდან გამომდინარე  მისი ხშირი ტარება უწევს, მეტ-ნაკლებად მაინც შეჩვეულები არიან. დღეს პირბადეს ყველა ვატარებთ და მოსახლეობის უმრავლესობის კანი არ არის შეჩვეული მთელი დღის განმავლობაში პირბადით სიარულს. აქედან გამომდიანრე, ძალიან იმატა სახის კანის გაღიზიანებამ, გამოშრობამ. ზოგს გამონაყარიც გაუჩნდა. აქედან გამომდინარე, კანის მოვლაზე მომხმარებელთა მოთხოვნამ იმატა“, – განმარტავს საპარფიუმერიო ბიზნესის პიარი, ხატია შამუგია.

პროფესიონალები ამბობენ, რომ პირბადის ტარების მიუხედავად, ქალების უმრავლესობისთვის მაკიაჟი კვლავ პრიორიტეტად რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

პანდემიაპანდემია
Send this to a friend