მთავარი COVID-19 ევროპა შეზღუდვებს ამკაცრებს

ევროპა შეზღუდვებს ამკაცრებს

  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოპტიმისტურად უყურებს კოვიდ 19-ის მეორე ვაქცინას, თუმცა ვირუსის გავრცელების მეორე ტალღასთან დაკავშირებით, მსოფლიოს სიფრთხილსიკენ მოუწოდებს.

“ჩვენ არ გვაქვს დრო, თვითკმაყოფილებას მივეცეთ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრ იმედისმომცემ სიახლეს ვიგებთ კორონავირუსის ვაქცინის შესახებ, უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. უკანასკნელი თვეებია, ჩვენ ძალიან გვაფიქრებს, რომ  ზოგიერთ ქვეყანაში – განსაკუთრებით ევროპისა და ამერიკის კონტინენტებზე მეორე ტალღა აგორდა,“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჟენევის სათავო ოფისში კორონავირუსის 65 შემთხვევა დაადასტურა.

ნოემბრის დასაწყისში კანტონში კორონავირუსის შემთხვევათა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვნებელი დაფიქსირდა.

თუმცა მკაცრი შეზღუდვების შემოღების შემდეგ, რომლებიც სხვადასხვა ბიზნესაის დახურვასაც ითვალისწინებდა, სიტუაცია მეტ-ნაკლებად გამოსწორდა.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელის მოსაზრებით, ორკვირიანმა კარანტინმა ვირუსის გავრცელება შეაფერხა.

ოქტომბერში, როცა ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა, გერმანიამ რესტორნები და კაფე-ბარები დახურა, თუმცა ეს შეზღუდვა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მაღაზიებს არ შეეხო.

მერკელი მოუწოდებს გერმიის მოსახლეობას, რომ ერთმანეთთან ურთიერთობისგან თავი შეიკავონ.

ვირუსის წინააღმდეგ რამდენიმე განსხვავებული მიდგომა არსებობს. შვედეთის მთავრობამ ყველაზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა: 24 ნოემბრიდან ქვეყანაში ოთხი კვირის განმავლობაში  8 კაცზე მეტის შეკრება აიკრძალება.

20 ნოემბრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იკრძალება 10 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა ღამის კლუბებსა და რესტორნებში.

ავსტრიის დედაქალაქში მოსახლეობა სასურსათო მარაგის შევსებას ეშურება, რადგან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები კიდევ უნდა გამკაცრდეს.

ახალი შეზღუდვების მიხედვით, მოსახლეობას სახლის  დატოვების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ სურსათის საყიდლად, სამსახურში ან სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend