მთავარი მსოფლიო NASA ახალ კოსმოსურ მისიას უშვებს

NASA ახალ კოსმოსურ მისიას უშვებს

 ამერიკის კოსმოსური სააგენტოს NASA– ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან ეკიპაჟი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ რეგულარული ფრენებისთვის ემზადება.

კოსმოსურ სააგენტოს ე.წ. Dragon-ის რაკეტებით კერძო კომპანია “სფეის იქსი”  უზრუნველყოფს. ეკიპაჟი 4 წევრისგან შედგება, აქედან სამი ამერიკელია, ერთი – იაპონელი.

Nasa–ს  და SpaceX– ის თანამშრომლობით გაშვებული Dragon 1-ის ტიპის კაფსულა პირველი მისიის წარმატებით შესრულების შემდეგ, დედამიწაზე სამი თვის წინ დაეშვა. მეორე მისიას განახლებული კაფსულა Dragon 2 შეასრულებს.

კოსმოსურ სადგურამდე  მისასავლელად კაფსულას ერთი დღეში სჭირდება. შესაბამისად, კაფსულა დანიშნულების ადგილზე 16 ნოემბერს დღის 4 საათისთვის დაეშვება.

დანიშნულების ადგილზე ჩასული ასტრონავტები იქ მომუშავე სამკაციან გუნდს შეუერთდებიან. შვიდკაციანი გუნდის მუშაობის შედეგად, დედამიწიდან  410 კილომეტრით დაშორებულ კოსმოსურ სადგურზე მიმდინარე კვლევების ეფექტურობა სამჯერ გაიზრდება.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები