მთავარიკულტურაფემინიზმის დედად შერაცხული მწერლის ძეგლი მწვავედ გააკრიტიკეს

ფემინიზმის დედად შერაცხული მწერლის ძეგლი მწვავედ გააკრიტიკეს

დიდ ბრიტანეთში, ლონდონის ერთ-ერთ პარკში, ცნობილი აქტივისტის, მერი ვოლსტონკრაფტის, შიშველი ფიგურის ძეგლი დადგეს. ფემინიზმის დედად შერაცხული მერი მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად წერდა ქალთა უფლებებზე. თუმცა მის პატივსაცემად შექმნილმა ქანდაკებამ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

1759 წელს დაბადებული მერი ვოლსტონკრაფტი მეთვრამეტე საუკუნეში ინტელექტითა და რადიკალიზმით გამორჩეული მწერალი იყო, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას უწყობდა ხელს.

მოქანდაკე მაჯი ჰამბლინგის მიერ ვერცხლისა და ბრინჯაოს ქანდაკების შექმნას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კრიტიკოსებს აინტერესებთ, რატომ უნდა იყვნენ შიშველი ის ქალები, რომლებმაც თავიანთი იდეებით სამყარო შეცვალეს.

ტვიტერი სავსეა მერი ვოლსტონკრაფტის თაყვანისმცემელთა კითხვებით:

„რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ მას ტანსაცმლის ჩაცმის უფლება მისცენ?!“

„ვის მოაფიქრდა შიშველი მერი ვოლსტონკრაფტის  ქანდაკების გაკეთება?“

ქანდაკებას დამცველებიც გამოუჩნდენ. მათ მიაჩნიათ, რომ მერი ვოლსტონკრაფტი მეამბოხე და პიონერი იყო და იგი ხელოვნების სწორედ  ასეთ არაორდინალურ ნიმუშს იმსახურებს.

საზოგადოების მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ლონდონში ძეგლების 90% მამაკაცებისაა და მათი უმეტესობა შემოსილია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend