მთავარი COVID-19 დიდი ბრიტანეთი კარანტინზე გადადის

დიდი ბრიტანეთი კარანტინზე გადადის

 

გაერთიანებული სამეფო, რომელიც პანდემიის დასაწყისში კარანტინზე უარს ამბობდა, ახლა მის აუცილებლობას აღიარებს. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინიტრი ბორის ჯონსონი თვლის, რომ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ყველა ხერხს უნდა მიმართონ და კარანტინი ყველაზე სწორი გზაა.

თვენახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც მეცნიერებმა ბორის ჯონსონს კარანტინის მეორედ დაწესება ურჩიეს, რადგან სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. თუმცა ყველამ იცის, რომ ბიზნესი, შეზღუდვების გამო, ისევ ზარალზე გავა.

მოსახლეობის უმრავლესობა მორიგი კარანტინის დაწესებას გაგებით ეკიდება და მზადა,  საერთო საქმისთვის კიდევ 4 კვირა მოითმინოს. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ  კორონავირუსის პრევენცია ეკონომიკის ნგრევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

უელსსა და ირლანდიაში მეცნიერებს დაუჯერეს და კარანტინი ჯერ კიდევ ოქტომბერში დააწესეს. ბრიტანეთის პრემიერმა ინგლისში კარანტინის დაწესებაზე  ერთი თვის წინ უარი თქვა. ახლა ბიზნესები უფრო დიდი ხნით იკეტება და არავინ იცის, როდის გაიხსნება.

ბიზნესის ჩაკეტვის სანაცვლოდ ხელფასის სუბსიდირების სამთავრობი პროგრამა ე.წ. “ფერლო”  გაგრძელდა და ბრიტანელების ნაწილს, ვინც ამ პროგრამის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, უხელფასოდ დარჩენა არ ემუქრება. ამ პროგრამის ფარგლებში მთავრობა კომპანიებს გასაცემი ხელფასების დაახლოებით 80 პროცენტს უნაზღაურებს. პროგრამა მარტიდან მოქმედებს და  9.5 მილიონი ადამიანის დახმარება  41 მილიარდ ფუნტ სტერლინგზე მეტი დაუჯდა. მისი დასრულება 31 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა ახალი კარანტინის გამო ისევ გაგრძელდა.

ბიზნესი წუხს, რადგან ზარალს ზარალი ემატება.

მაგალითად რესტორნის მფლობელი იან ლოლესი ამბობს, რომ ყოველი შეზღუდვეს შემდეგ რესტორნის ამუშავება ახალი რესტორანის გახსნის ტოლფასია.

უელსში კარანტინის მოხსნას 9 ოქტომბერს აპირებენ. ინგლისში, გეგმის მიხედვით, 4 კვირას გასტანს. თუმცა საბოლოოდ შეზღუდვების მოხსნა ვირუსის გავრცელებაზე იქნება დამოკიდებული.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend