პირბადის ტარება 4 ნოემბრიდან სავალდებულო ხდება, არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეებშიც. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ 3 ნოემბერს მიიღო. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშილმა განაცხადა. მისი თქმით, ღია სივრცეში პირბადის გარეშე ყოფნა 20 ლარით დაჯარიმდება.