მთავარი მსოფლიო მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ცნობილია

კვირას 1.3 მილიონზე მეტმა  ამომრჩველმა მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა.

წინასწარი ოფიციალური შედეგების მიხედვით, პროდასავლელი კანდიდატი მაია სანდუ პრორუსული ორიენტაციის მქონე კანდიდატ იგორ დოდონზე 3%-იანი უპირატესობით ლიდერობს.

საარჩევნო ოლქების დახურვიდან რამდენიმე წუთში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოძრაობისა და სოლიდარობის პარტიის ლიდერმა არჩევნების პროცესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ხმის მიცემის პროცესი კარგად იყო ორგანიზებული. ამომრჩევლებმა მოიხადეს სამოქალაქო ვალი და ხმა მისცეს როგორც ქვეყნის, ისე საზღვარგარეთ მდებარე საარჩევნო უბნებზე.

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ დაგმო ხმათა მოსყიდვის, კორუფციისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების ფაქტები. პოლიციაში მისი პარტიის მიერ შეგროვებული 300-ზე მეტი საჩივარი შევიდა. მტკიცებულებები წარედგინა პროკურატურასაც.

თავის მხრივ, პრორუსული ორიენტაციის მქონე იგორ დონდომ მადლობა გადაუხადა მათ, ვინც მას მხარი დაუჭირა.

მოლდოვაში გამოყოფილი საარჩევნო უბნები დნესტრისპირეთის იმ ადამიანების ხმებისათვის იყო ორგანიზებული, რომლებიც მოლდოვის მოქალაქეებად ითვლებიან და ხმის მიცემის უფლება აქვთ. მათ ეს უფლება უკვე მეორედ მიეცათ. პირველად ეს 4 წლის წინ იგორ დოდონის პრეზიდენტად არჩევის დროს იყო.

„არჩევნების დღემ მოლდოვაში, ვარნიტასა და დაბა ბენდერის მოსაზღვრე ქალაქ დნესტრისპირეთში მცირე ინციდენტის ფონზე ჩაიარა. ომის ზოგიერთი   ვეტერანი ცდილობდა დნესტრისპირეთის გზის ჩაკეტვას, სადაც ამომრჩევლები ფეხით, მანქანით ან ავტობუსით მოდიოდნენ ხმის მისაცემად. მაგრამ სამართალდამცველების რეაგირების შედეგად ხმის მიცემის პროცედურამ მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა.“ – განაცხადა ევრონიუსის კორესპონდენტმა, ერნესტ ბუნგურმა.

ორშაბათს, დილით  პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ პირველ ტურში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ გაიმარჯვა. 8 ოფიციალური კანდიდატიდან ერთ – ერთი რენატო უსათია,  რომელიც ადრე მაია სანდუს მეორე ტურში მხარდაჭერას ჰპირდებოდა, მან ხმების 17% მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე ოფიციალური განცხადება გააკეთა, ამერიკასა და კანადაში მცხოვრები მოლდოვის მოქალაქეების  ხმების დათვლის შემდეგ არსებული შედეგები შესაძლოა კვლავ გაიზარდოს . მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური პროევროპულად განწყობილ მაია სანდუსსა და პრორუსული ორიენტაციის მქონე იგორ დოდონს შორის 15 ნოემბერს ჩატარდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

რისკის ჯგუფი