მთავარი მსოფლიო დონალდ ტრამპის პროფილი

დონალდ ტრამპის პროფილი

ბევრისთვის წარმოუდგენელია ამ კაცის არჩევა. თავად თვლის, რომ ეს გარდაუვალია. დონალდ ტრამპის  ზესახელმწიფოს სათავეში მოსვლა მის უკიდეგანო თავდაჯერებას კიდევ უფრო განამტკიცებს.

მემკვიდრეობით მიღებული დიდი ქონების წყალობით, ტრამპმა მრავალი ბიზნესი წამოიწყო და მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, როგორც უძრავი ქონების მფლობელი, როგორც სასტუმრო სექტორის მაგნატი და გადაცემის წამყვანი.

ტრამპი თვლიდა, რომ „მილიარდერის“ ბრენდი გზას წარმატებისკენ პოლიტიკაშიც გაუხსნიდა. როდესაც იგი პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატებთან კონკურენციაში შევიდა,  კონკურენტებს მისი ამბიციები თავიდან სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ. თუმცა მალე მიხვდნენ, რომ საზოგადოება სულ სხვაგვარად ფიქრობდა.

მისმა მარტივმა გზავნილმა კონსერვატორების გული მოიგო – „ჩვენ ისევ განვადიდებთ ამერიკას!“

როგორც კი პრეზიდენტი გახდა, ტრამპმა დაუყოვნებლივ თავისი წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება დაიწყო: მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობა ბრძანა, ზოგიერთი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს კი ამერიკაში შემოსვლა აუკრძალა.

ეკონომიკის გაჯანსაღებამ ტრამპის მდგომარეობა გაამყარა.  გადასახადების მკვეთრი შემცირებით კი ტრამპმა დემოკრატების პოზიცია შეასუსტა.

ტრამპის საპრეზიდენტო დებიუტს ჩრდილი  არჩევნებზე რუსეთის გავლენამ მიაყენა. ყველა გააოცა მისმა პასუხმა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელშიც ეწერა, რომ კრემლი არჩევნებში ჩაერია.

„ისინი თვლიან, რომ ეს რუსეთი იყო. მე ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს და მან განაცხადა, რომ რუსეთი არაფერ შუაშია. ვერც მე ვხედავ რამე მიზეზს, რატომ უნდა ჩარეულიყო.“ – განაცხადა ტრამპმა. 

ტრამპის პოპულარობა სულ უფრო და უფრო დაეცა. შედეგად, რესპუბლიკელებმა შუალედურ არჩევნებში ქვედა პალატაზე კონტროლი დაკარგეს.

ეს ნიშნავდა, რომ ტრამპის პოლიტიკური დღის წესრიგი პროგრესულად მოაზროვნე დემოკრატების ახალმა თაობამ სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა.

ძალთა ახალი ბალანსის პირობებში  ტრამპის იმპიჩმენტის საკითხიც გააქტიურდა.

წარმომადგენელთა პალატამ ჩათვალა, რომ ტრამპმა პოლიტიკური ოპონენტის დასამარცხებლად უფლებამოსილებას გადააჭარბა. თუმცა იმპიჩმენტის კენჭისყრა თავიდანვე განწირული იყო, რადგან სენატმა, რომელსაც რესპუბლიკელები აკონტროლებენ, იგი გაამართლა, როგორც ყოველთვის.

იმპიჩმენტის პარალელურად ტრამპი კიდევ ერთი მოულოდნელი პრობლემის წინაშე დადგა: კორონავირუსის ტალღა გაძლიერდა და ნამდვილ კატასტროფად გადაიქცა. პანდემია ტრამპის პრეზიდენტობის ყველაზე დიდი გამოწვევა გამოდგა.

პანდემიის მიმართ ტრამპის დონკიხოტურმა მიდგომამ არ გამაართლა და საბოლოო ჯამში პრეზიდენტს თავისი დაუდევრობა საკმაოდ ძვირი დაუჯდა.

პანდემიის კრიზისი ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შედეგად განვითარებულმა კრიზისმა გაამწვავა.

საპროტესტო ტალღა მთელ ქვეყანას მოედო და უსამართლობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ფარული შრეები გააშიშვლა.

როდესაც ფერადკანიანთა უფლებების დასაცავად გამოსვლები გახშირდა, ტრამპმა პრობლემა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად შეაფასა და წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა გულის მოგება ასე სცადა.

ამ სტრატეგიამ პირველი საპრეზიდეტო არჩევნების დროს გაამართლა და, მიუხედავად გამოკითხვების შედეგებისა, ტრამპმა თავისი კურსი აღარ შეცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

კრიზისი სომხეთში