მთავარიმსოფლიოაშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო  არჩევნებამდე რამდენიმე საათი რჩება. დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ბოლო საარჩევნო კამპანიას მართავენ. მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტატი  პენსილვანიაა, სადაც გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი იბრძვის. ამერიკის დაახლოებით ასმა მილიონმა მოქალაქემ უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი. პანდემიის პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო უბნებზე დაცული იქნება უსაფრთხოების წესები.

ორივე კანდიდატი ბოლო წუთებამდე აგრძელებდა საარჩევნო კამპანიას. მათი სამიზნე არჩევნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატები იყო, განსაკუთრებით კი პენსილვანია.

ჯო ბაიდენი დემოკრატების საპრეზიდენტო კანდიდატი:

,,დროა, დონალდ ტრამპმა ჩაალაგოს თავისი ჩემოდნები და სახლში წავიდეს. წადი სახლში. შეხედე, ჩვენ დავასრულეთ ქაოსი. ჩვენ დავასრულეთ შეჯიბრებები, ტვიტერის სტატუსები, სიბრაზე, სიძულვილი, ჩავარდნები პოლიტიკაში და მასზე პასუხისმგებლობების აღება. ჩვენ ახლა ძალიან ბევრი საქმე გვაქვს  გასაკეთებელი. თუ მე ამირჩევენ  ახლავე დავიწყებთ მოქმედებას. ჩვენ გამარჯვების პირველივე დღიდან ვაპირებთ, ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ’’

დონალდ ტრამპი, ამერიკის პრეზიდენტი:

,,თუ ჩვენ მოვიგებთ პენსილვანიაში, მაშინ ჩვენ მოვიგებთ ამ არჩევნებს. იცით ხომ ეს?  ჩვენ ისეთივე შედეგი გვინდა, როგორიც ეს ბოლო არჩევნების დროს გვქონდა. ბაიდენის გეგმა ფილაქნური გაზის მოპოვების ტექნოლოგიის [ჰიდრავლიკური ხლეჩვის] აკრძალვასთან დაკავშირებით, ეკონომიკური კუთხით  სასიკვდილო განაჩენია პენსილვანიისათვის. ბაიდენის ენერგეტიკული გათიშვის გეგმა შეამცირებს თქვენს სამუშაო ადგილებს, დააცარიელებს თქვენს ქალაქებს, დახურავს ქარხნებს და თქვენს შტატს გაუსაძლის სიღარიბეში ჩააგდებს.“

დაახლოებით ასმა მილიონმა ამომრჩეველმა უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მოსალოდნელია, რომ  3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო აქტივობის მაჩვენებელი ბოლო 1 საუკუნის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend